ბენსონ ბუნის Beautiful Things 2024 წლის IFPI Global Single Award-ის გამარჯვებულია

ახალბედა მუსიკოსის სავიზიტო სიმღერა ყველა ჩარტის ლიდერ პოზიციებს იკავებს.
ბენსონ ბუნი
Mike Coppola/Getty Images

2024 წელი ბენსონ ბუნისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა – ახალბედა არტისტმა პლანეტის ყველაზე დიდი ჰიტი შექმნა. სიმღერა Beautiful Things გასული წლის IFPI Global Single Award-ის გამარჯვებული გახდა, როგორც ყველაზე წარმატებული სინგლი ყველა ციფრულ პლატფორმაზე. ამასთანავე, ბუნის სავიზიტო ჰიტი ყველა ჩარტის ლიდერ პოზიციებს იკავებს. 

2024 წლის იანვარში გამოცემული სინგლი IFPI Global Single ჩარტის ლიდერი გახდა. სიმღერამ ასევე მოიპოვა ჯილდოები Billboard Music Awards-ზე,  MTV Video Music Awards-სა და MTV Europe Music Awards-ზე. 21 წლის მუსიკოსი წარდგენილი იყო საუკეთესო ახალი არტისტის კატეგორიაში 2025 წლის გრემიზე, სადაც მან Beautiful Things სცენაზე შეასრულა. დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ჩარტებში სინგლი პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო Billboard Hot 100-ში – მეორე ადგილზე. IFPI-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, წლის განმავლობაში სიმღერას 2.11 მილიარდი გლობალური სტრიმი ჰქონდა.

„მოხარულები ვართ, რომ IFPI Global Single Award-ს ბენსონ ბუნს გადავცემთ. ამომავალი ვარსკვლავისთვის გასაოცარი მიღწევაა, გამოსცეს ნამდვილი მსოფლიო ჰიტი. ვულოცავთ ბენსონს, მის გუნდსა და Warner Records-ს ასეთი საოცარ მიღწევას,” – განაცხადა IFPI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

ბუნის ცხოვრებაში მუსიკა მაშინ გაჩნდა, როცა მეგობარმა Battle of the Bands-ის კონკურსისთვის თავის ბენდში გაერთიანება სთხოვა. შემდეგ ის American Idol-ის კასტინგზე მივიდა, სადაც ჟიურისგან ფეხზე მდგომი ოვაციები მიიღო. საბოლოოდ მან პროექტი საკუთარი სურვილით დატოვა და სხვა გზას დაადგა – Imagine Dragons-ის სოლისტის, დენ რეინოლდსის ლეიბლს, Night Street Records/Warner Records-ს შეუერთდა. დღეს კი ბუნი მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის სათავეშია.

ჩარტში Beautiful Things-ს მოსდევს საბრინა კარპენტერის Espresso და ტედი სვიმსის Lose Control. ჰოზიერის Too Sweet რეიტინგის მეექვსე ადგილს იკავებს, ხოლო ტეილორ სვიფტი, რომელიც IFPI-ს წლის არტისტი გახდა, მეცხრე პოზიციაზეა სიმღერით Cruel Summer.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Drake, ატლანტა, 2022 წლის 9 დეკემბერი. Prince Williams/Wireimage

შეცვლის თუ არა Drake კენდრიკ ლამარს მომავალ კვირას Billboard 200-ის სათავეში?

შემდეგი სტატია

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი