Blackpink-ის როუზიმ და ბრუნო მარსმა ერთობლივი სიმღერა წარადგინეს

ოქტომბრის დასაწყისში როუზიმ სოლო ალბომი, „rosie” დააანონსა.
როუზი და ბრუნო მარსი. ფოტო: John V. Esparza

Blackpink-ის როუზიმ თავისი ახალი სოლო კარიერა ოფიციალურად დაიწყო. მომღერალმა ბრუნო მარსთან ერთად ახალი სინგლი, სახელწოდებით „Apt.” 18 ოქტომბერს გამოუშვა.

სიმღერის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე არტისტებმა ინსტაგრამზე კოლაბორაცია დააანონსეს. გამოქვეყნებული ანონსის გარეკანზე BLACKPINK-ის სუპერვარსკვლავი დასარტყამი ინსტრუმენტების წინ ზის, ხოლო მის უკან ბრუნო მარსს ვხედავთ. როგორც ირკვევა, სინგლზე მუშაობისას ვარსკვლავები ერთად ბევრ დროს ატარებდნენ. „Apt.“-ის გამოშვებამდე რამდენიმე საათით ადრე, როუზიმ ინსტაგრამის ისტორიაში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წყვილი ფეხბურთის თამაშს ერთად ესწრება. 

„Apt.“ როუზის პირველი გამოცემული სიმღერაა მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში სოლო ალბომი, სახელწოდებით „rosie” დააანონსა. არტისტის თქმით, ალბომი 12 ტრეკს გააერთიანებს და დეკემბერში გამოიცემა. ბრუნო მარსისთვის კი ეს სინგლი პირველი რელიზია მას შემდეგ, რაც  Lady Gaga-სთან ერთად Die With a Smile გამოუშვა. სიმღერამ Billboard-ის Hot 100 ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა და შვიდი კვირის განმავლობაში Billboard Global 200-ის ჩარტის სათავეშიც იყო. 

ოქტომბრის დასაწყისში, როცა როუზიმ თავის პირველ სოლო ალბომზე სიახლე გააზიარა, აღნიშნა, რომ ნამუშევარში ყველაფერი ჩადო და მოუთმენლად ელის, როდის მოისმენს მას უდიტორია. „იმედია, ამ ალბომით მეტად იგრძნობთ ჩემთან სიახლოვეს. დიახ, ეს სრულყოფილი ალბომია,” – მიმართა მომღერალმა ფანებს. 

მოუსმინეთ ბრუნო მარსის და როუზის დუეტს, სახელწოდებით  “Apt.”: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tyler, the Creator ალბომ Chromakopia-ს გამოსვლის თარიღს ასახელებს

შემდეგი სტატია

31 ოქტომბერს „დაგდაგანის” ბოლო კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი