Kreizi Frog – ანუკა ყიფშიძის ახალი მუსიკალური ვიდეო

ანუკა ყიფშიძის, როგორც სოლო არტისტის, დებიუტი 2024 წლის აპრილში შედგა. ამ დროისთვის მას გამოცემული აქვს ერთი ალბომი, სახელწოდებით Ma Tsa De.
ანუკა ყიფშიძე – Kreizi Frog

ანუკა ყიფშიძემ სიმღერაზე Kreizi Frog გადაღებული ვიდეო გამოუშვა. როგორც მუსიკოსი Billboard Georgia-სთან საუბრისას ამბობს, ვიდეო ბახმაროშია გადაღებული და მუსიკაც იქ დაიწერა. 

ანუკა ყიფშიძე: 

„მე დავჯექი და მუსიკის კეთება დავიწყე, ქეთევან მესხიშვილმა კი იმ ვიდეოების მოგროვება დაიწყო, რომლებშიც ჩვენი  თავგადასავლებია ასახული. ბახმარო ჩვენთვის უსაყვარლესი ადგილია. ის ასოცირდება ბევრ სითბოსთან, მეგობრულ გარემოსთან და ყველაზე ლაღ ზაფხულთან. ბახმაროში ჩვენს მეგობართან, მარიამ თოფურიძესთან ვრჩებით ხოლმე და მთელი ეს პერიოდი შემოქმედებითი პროცესი მიმდინარეობს. სწორედ ამ ემოციების და თავგადასავლების გადმოცემა გვინდოდა ამ ვიდეოში. მუსიკა მხიარულია და თან ცოტა სენტიმენტალურიც.”

როგორც ანუკა ყიფშიძე ამბობს, მისთვის ეს სიმღერა და ვიდეო  მეგობრობისადმი მიძღვნილი სამახსოვრო ნამუშევარია.

ვიდეოში გამოყენებული კადრები ქეთევან მესხიშვილმა გადაიღო. კლიპის მონტაჟზეც მან იმუშავა. ვიდეოში ანიმაციებსაც ვხვდებით, რომლებიც ანუკა ყიფშიძის მეგობრების, ქეთევან მესხიშვილის, ანა ხოფერიას, ნუზის და მარიამ თოფურიძის ერთობლივი ნამუშევარია. ტექსტი ანა ხოფერიას ეკუთვნის. 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ანუკა ყიფშიძე აღნიშნავს, ის აქტიურად მუშაობს ახალ ტრეკებზე. რამდენიმე მათგანი უკვე მზად არის და მათ მსმენელს მალე გაუზიარებს. არტისტი ნოემბერში კონცერტსაც გეგმავს. 

ანუკა ყიფშიძის, როგორც სოლო არტისტის, დებიუტი 2024 წლის აპრილში შედგა. არტისტს ამ დროისთვის გამოცემული აქვს ერთი ალბომი, სახელწოდებით Ma Tsa De. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tyler, the Creator ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც The Bear-ის ვარსკვლავი აიო ედებირიც მონაწილეობს

შემდეგი სტატია

People – ჯგუფმა Lady Heroine ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი