ამერიკაში მოღვაწე ქართული ინდი-ალტ დუოს, Anana Kaye-ს, ახალი სიმღერა Running From Love

Running From Love ცნობილი ამერიკელი ფოლკ მუსიკოსის დეივიდ ოლნისთვის დაწერილი სიმღერაა, რომელიც სპეციალურად მისთვის მიძღვნილი ალბომისთვის ჩაიწერა.
Anana Kaye
Anana Kaye
© Lindsey Torres

Anana Kaye ამერიკაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების, Irakli Gabriel-ისა და Anana Kaye-ს ინდი-ალტერნატიული დუეტია.  მათი მუსიკა განსხვავებული ჟღერადობის, ავთენტური სტილისა და დინამიკური ბგერების სინთეზია, რომელიც არტისტების ხედვას უნიკალური გზით გვანახებს. 

დუეტის პირველი EP, Sentient, 2016 წელს, პროდიუსერ აარონ ნევეზის მხარდაჭერით, ბრუკლინis The Bunker Studio-ში ჩაიწერა. მათი შემდეგი ალბომი Detour კი 2019 წელს გამოვიდა. ახლახან  დუეტმა ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული მუსიკალური კლიპი სახელწოდებით Running From Love გამოსცა, რომელიც ლეიბლ New West Records-ის მეშვეობით ჩაიწერა.

Irakli Gabriel:

„ანანა და მე უკვე თითქმის 10 წელია, რაც მუსიკალურად ვთანამშრომლობთ. 2017 წლიდან ნეშვილში ვართ, მანამდე კი ნიუ-იორკში ვუკრავდით და ვწერდით ალბომებს. ნეშვილში დავიწყეთ მუშაობა აქაურ ლეგენდასთან, დევიდ ოლნისთან. ერთად დავწერეთ სიმღერები და ჩავწერეთ ალბომი Whispers and Sighs. სამწუხაროდ, დევიდი 2020 წლის იანვარში, კონცერტის დროს, სცენაზე გარდაიცვალა და ალბომის გამოცემა ერთი წლით გადაიდო. ალბომი გამოვიდა 2021 წელს და ამერიკულ და საერთაშორისო მუსიკალურ პრესაში ძლიერი რეცენზიები მიიღო. მას შემდეგ ანანა და მე ხშირად ვართ გასტროლებზე შტატებში,  2023-ში ნორვეგიაშიც ვიყავით კონცერტებით.

Running From Love დევიდის დაწერილი სიმღერაა და სპეციალურად მისადმი მიძღვნილი ალბომისთვის ჩაიწერა, რომელშიც აგრეთვე ისეთი გამოჩენილი მუსიკოსები მონაწილეობენ, როგორებიც არიან ლუსინდა უილიამსი (Lucinda Williams), სტივ ერლი (Steve Earle), თაუნს ვან ზანტი (Townes Van Zandt), მერი გოშიე (Mary Gauthier) და სხვები. ალბომი ცნობილმა ლეიბლმა, New West Records-მა, 2024 წლის ოქტომბერში გამოუშვა.“ 

რაც შეეხება  Anana Kaye-ს სამომავლო გეგმებს, დუეტმა ახალ ალბომზე მუშაობა უკვე დაასრულა და მისი გამოსვლა 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება. დუეტი ახალ სიმღერებს წერს, ბრიტანულ-ირლანდიურ ჯგუფთან The Waterboys-თან კოლაბორაციაზე  მუშაობს და მომავალ კონცერტებს გეგმავს.  

მოისმინეთ Anana Kaye-ს ახალი სიმღერა Running From Love 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დეტროიტში, კამალა ჰარისის მხარდამჭერ შეხვედრაზე, რომელშიც ემინემიც მონაწილეობდა, ბარაკ ობამამ Lose Yourself გარეპა

შემდეგი სტატია

50 Cent-მა ახალ ინტერვიუში Diddy-ს შესახებ ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი