დეტროიტში, კამალა ჰარისის მხარდამჭერ შეხვედრაზე, რომელშიც ემინემიც მონაწილეობდა, ბარაკ ობამამ Lose Yourself გარეპა

ობამა სცენაზე ემინემმა წარადგინა და საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.
ემინემი. ფოტო: John Smolek/Icon Sportswire/Getty Images

შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მნიშვნელოვანი მუსიკალური მომენტი ჰქონდა, როცა 22 ოქტომბერს კამალა ჰარისისა და ტიმ უოლცის შეხვედრაზე გამოვიდა. შეხვედრა დეტროიტში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

ობამა ემინემმა წარადგინა: „მე დღეს აქ ვარ რამდენიმე მიზეზის გამო. როგორც ბევრი თქვენგანისათვის ცნობილია, ქალაქი დეტროიტი და მშობლიური შტატი მიჩიგანი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამ არჩევნებში საკუთარი ხმის გამოყენება აუცილებელია. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ,“ – მიმართა ემინემმა აუდიტორიას.  „ასევე ვფიქრობ, რომ ხალხს არ უნდა ეშინოდეს საკუთარი აზრის გამოხატვის. არავის სურს ისეთი ამერიკა, სადაც ადამიანებს ეშინიათ, თუ რა შეემთხვევათ საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების შემთხვევაში. ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი მხარს უჭერს ამ ქვეყნის ისეთ მომავალს, სადაც ეს და კიდევ ბევრი სხვა უფლება დაცული და გარანტირებული იქნება.“

ამის შემდეგ სცენაზე ობამა ავიდა, სადაც აუდიტორიას ხუმრობით მიმართა : „უნდა ვთქვა, ბევრი შეხვედრა მაქვს გამართული. ასე რომ, ჩვეულებრივ არ ვნერვიულობ ხოლმე, მაგრამ ემინემის შემდეგ უჩვეულოდ ვგრძნობ თავს.“

ყოფილმა პრეზიდენტმა შემდეგ ემინემის ჰიტის, Lose Yourself-ის შესავლის გარეპვა დაიწყო.  მხურვალე აპლოდისმენტების შემდეგ ობამამ იხუმრა: „მეგონა, ემინემი გარეპავდა და მე ამის ფონზე სცენაზე გამოვიდოდი.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ალ პაჩინო Scarface-ის წარმატებას ჰიპ-ჰოპ თემის დამსახურებად მიიჩნევს

შემდეგი სტატია

Anana Kaye

ამერიკაში მოღვაწე ქართული ინდი-ალტ დუოს, Anana Kaye-ს, ახალი სიმღერა Running From Love

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი