ფარელ უილიამსმა ლეგო ვიდეოკლიპი Piece By Piece გამოაქვეყნა

ცოტა ხნის წინ კინოთეატრებში მუსიკოსზე შექმნილი ამავე სახელწოდების ანიმაციური ბიოგრაფიული ფილმი გამოვიდა.
ფარელ უილიამსი Piece By Piece

ფარელ უილიამსმა ახალი ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა მუსიკოსზე შექმნილი ანიმაციური ფილმის სახელწოდების მქონე სიმღერაზე Piece By Piece. და ისევე, როგორც მორგან ნევილის რეჟისორობით შექმნილი ფილმის, რომელიც ამჟამად კინოთეატრებშია, ასევე ნევილის მიერ გადაღებული ვიდეოკლიპის სიუჟეტიც ლეგოს სამყაროში ვითარდება. 

კლიპში ფარელის ლეგო პერსონაჟი თავის მუსიკალურ ლაბორატორიაში მუშაობს , სადაც გამოცდის სინესთეზიას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, დაინახოს მუსიკა. კლიპში ყველაფერი მინიატურული ზომის ლეგოს ფიგურებითაა შექმნილი, უილიამსის ურიცხვი გულშემატკივრები, თეთრი და ლურჯი კუბიკების ოკეანე, რომელიც მუსიკოსის მშობლიური ვირჯინია-ბიჩის სანაპიროზე ტალღებს ქმნის და ა.შ. 

სიმღერასთან ერთად ასევე გამოვიდა ფილმის სრული საუნდტრეკი. მასში შედის უილიამსის ხუთი ორიგინალი სიმღერა და 16 ძველი კომპოზიცია ფარელის შემოქმედებიდან, მათ შორის დუეტები სნუპ დოგთან, ჯეი ზისთან, გვეტ სტეფანისთან, კენდრიკ ლამართან, ჯასტინ ტიმბერლეიკსა და Clipse-თან.

ნახეთ Piece By Piece-ის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტი ახალი ალბომის ყდას აქვეყნებს

შემდეგი სტატია

რიანას თქმით, კენდრიკ ლამარი 2025 წლის  სუპერ ბოულის ჰედლაინერობას იმსახურებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი