ბიონსე კამალა ჰარისის მხარდამჭერ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა: „დროა, ამერიკამ ახალი სიმღერა იმღეროს”

„მე აქ არ ვდგავარ, როგორც ცნობილი სახე. აქ არ ვდგავარ, როგორც პოლიტიკოსი. მე აქ ვდგავარ, როგორც დედა,” – აღნიშნა პოპვარსკვლავმა.
ბიონსე
Amy Sussman/Getty Images

5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიონსე კამალა ჰარისის გვერდით დგას. 32 გრემის მფლობელმა ვარსკვლავმა ჰიუსტონში დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მომღერალი სცენაზე Destiny’s Child-ის წევრთან, კელი როულენდთან ერთად წარდგა. 

„ბედნიერები ვართ, რომ ამ სცენაზე ვდგავართ, როგორც ამაყი ტეხასელი ქალები, რომლებიც მხარს ვუჭერთ ერთადერთ და განუმეორებელ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს,” – მიმართა აუდიტორიას ბიონსემ.  „ქალს, რომელიც იმას აკეთებს, რაც ამ ქვეყანას ახლა სჭირდება: ერთიანობა. შეუძლებელია, არ იგრძნო ის ენერგია, პოზიტიურობა და ადამიანობა, რაც დღეს აქ არის. მე აქ არ ვდგავარ, როგორც ცნობილი სახე. აქ არ ვდგავარ, როგორც პოლიტიკოსი. მე აქ ვდგავარ, როგორც დედა. დედა, რომელიც ზრუნავს იმ სამყაროზე, რომელშიც ჩემმა შვილებმა და ყველა ჩვენგანის შვილებმა უნდა იცხოვრონ. სამყაროზე, სადაც ჩვენ გვექნება თავისუფლება, თავად ვაკონტროლოთ ჩვენი სხეული. სამყაროზე, რომელშიც არ ვართ დაყოფილი. ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთს ერწყმის და სწორედ აქ გვხვდება ჩვენ.“

ბიონსემ მიმართა როგორც შეხვედრაზე მისულ ამომრჩეველს, ასევე მათ, ვინც შეკრებას შორიდან ადევნებდა თვალს. „ჩვენ თქვენ გვჭირდებით. თქვენს ხმას აქვს ძალა და მაგნიტუდა. თქვენი ხმა არის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ინსტრუმენტი და ჩვენ თქვენ გვჭირდებით. თქვენი თავისუფლება ღვთის მიერ ბოძებული უფლებაა, თქვენი ადამიანური უფლება. ტეხასი გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი მომავლის კურსის ცვლილებაში.”

„დროა, ახალი სიმღერა ვიმღეროთ. სიმღერა, რომელიც 248 წლის წინ დაიწყო. ძველი ნოტები, დაღმასვლის, განხეთქილებისა და სასოწარკვეთის, ახლა აღარ გამოდგება. დროა, ამერიკამ ახალი სიმღერა იმღეროს. ჩვენი ხმები ერთიანობის, ღირსებისა და შესაძლებლობების სიმღერას მღერის. მზად ხართ, რომ ამ ახალ სიმღერას თქვენი ხმაც დაამატოთ? მე ამისთვის მზად ვარ. ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ აშშ-ის შემდეგ პრეზიდენტს, კამალა ჰარისს.”

როულენდის და ბიონსეს გარდა, ჰიუსტონის შეხვედრაზე უილი ნელსონიც გამოვიდა. შეხვედრა კი ჰარისმა სიტყვით გამოვლით დაასრულა. 

ნახეთ ბიონსეს სიტყვით გამოსვლა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რიანას თქმით, კენდრიკ ლამარი 2025 წლის  სუპერ ბოულის ჰედლაინერობას იმსახურებს

შემდეგი სტატია

დუა ლიპა ინგლისის ეროვნული რადიოსადგურის, Tiny Desk-ის პროექტში ახალი მუსიკალური სესიით დაბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი