კარნეგი-ჰოლში გიორგი გიგაშვილის კონცერტის ბილეთები სრულად გაყიდულია

ქართველი პიანისტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში 31 ოქტომბერს დაუკრავს.

31 ოქტომბერს გიორგი გიგაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის, კარნეგი-ჰოლის სცენაზე სოლო კონცერტით წარდგება. ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე ქართველი პიანისტი სოციალურ ქსელში კონცერტის აფიშის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც მითითებულია, რომ ბილეთები სრულად გაყიდულია.

„ვდგავარ ჩემი სრულად გაყიდული კონცერტის აფიშის წინ და სავსე ვარ მადლიერებითა და ბედნიერებით, რომ მაქვს საშუალება, ჩემი მუსიკა ნიუ-იორკს გავუზიარო,” – წერს გიგაშვილი ინსტაგრამის პოსტში, სადაც ის ასევე ეხმაურება საქართველოში ამჟამად განვითარებულ მოვლენებს და ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს საერთო კულტურულ ღირებულებებს. 

„მადლობა ნიუ-იორკს ჩემი მიღებისთვის. მაქვს იმედი და შემართება, რაც შთაგონებულია საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობით.”

კონცერტზე ქართველი პიანისტი შეასრულებს სკარლატის, შუმანისა და პროკოფიევის სონატებს, ასევე შოპენის საფორტეპიანო ბალადას. ღონისძიება არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო მუსიკალური საზოგადოების ამერიკელი პარტნიორების ორგანიზებით ტარდება. შეგახსენებთ, რომ გიორგი გიგაშვილი 2023 წლის რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსის ვერცხლის პრიზიორია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tyga 2018 წლის 30 აგვისტო Beauty & Essex, ლოს ანჯელესი სამი დრასინი

ცნობილი ჰიპ-ჰოპ არტისტი TYGA თბილისს ეწვევა

შემდეგი სტატია

ლედი გაგა ჟასმინ საფაიანი

ნახეთ ლედი გაგას ახალი კინემატოგრაფიული ვიდეოკლიპი Disease

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი