ნახეთ ლედი გაგას ახალი კინემატოგრაფიული ვიდეოკლიპი Disease

სუპერვარსკვლავმა კლიპის პარალელურად სიმღერა Die With a Smile-ის ცოცხალი ჩანაწერიც გამოაქვეყნა, რომელსაც ბრუნო მარსთან ერთად ასრულებს
ლედი გაგა ჟასმინ საფაიანი
ლედი გაგა
ჟასმინ საფაიანი

სუპერვარსკვლავმა  29 ოქტომბერს ახალი სინგლის, Disease-ის მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა.

„ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა მაქვს საკუთარ შინაგან დემონებთან. ჩემთვის ადვილი არასდროს ყოფილა განცდა იმისა, რომ ქაოსსა და არეულობაში ვეფლობი. ეს კლაუსტროფობიის შეგრძნებას ჰგავს. Disease – შიშების წინაშე დგომაა, საკუთარი თავისა და შინაგანი სიბნელის მიღმა იმის გაცნობიერება, რომ ზოგჯერ შეიძლება  ბრძოლა ვერ მოიგო,  ვერ დააღწიო თავი ამ სიძნელეებს. შეიძლება ეცადო, გაიქცე, მაგრამ ეს ყველაფერი შენი ნაწილია, საბოლოოდ კი, სადაც არ უნდა გაიქცე, შენ თავს ვერ დაემალები, და ისევ, თუნდაც მხოლოდ ერთი წამით, ამ ყველაფრის პირისპირ აღმოჩნდები.” – წერს ინსტაგრამზე ლედი გაგა.

„ცეკვა, ფორმირება, გაქცევა, განწმენდა – საბოლოოდ ამ ყველაფრის ინტეგრაცია მშვენიერი რამ არის. ეს ჩემი ნაწილია და მე მისი მართვა ვისწავლე. ჩემი სიმფონიის დირიჟორი თავად ვარ. ამ სპექტაკლში ყველა მსახიობი მე ვარ, რაც ჩემ ხელოვნებას და ცხოვრებას ასახავს. რაც არ უნდა საშინელი კითხვა იყოს, ყველა პასუხი ჩემშია. ესაა არსებითი, განუყოფელი ნაწილი იმისა, რამაც ჩემი თავი მაპოვნინა. როცა წინსვლას ვაგრძელებ, ამით საკუთარ თავს ვხსნი. მე ძლიერი ვარ და მზად ვარ გამოწვევებისთვის, გილოცავთ ჰელოუინს.” – ამბობს პოპვარსკვლავი.

13-გზის გრემის გამარჯვებული ლედი გაგას სინგლი  Disease მისი მომავალი, რიგით მეშვიდე ალბომის პირველი სიმღერაა. სექტემბრის ბოლოს პოპ-ვარსკვლავმა ალბომი  Harlequin გამოუშვა, რომელიც ფილმ Joker: Folie à Deux-ს გამოშვებას დაემთხვა. 

გარდა Disease-ის მუსიკალური ვიდეო-კლიპისა, ამავე დღეს ლედი გაგამ ბრუნო მარსთან შესრულებული სიმღერის, Die With a Smile (Live in Las Vegas)-ის ცოცხალი ჩანაწერის ვერსიაც გამოაქვეყნა.  ბრუნო მარსისა და ლედი გაგას ერთობლივად შექმნილი სიმღერა უკვე მერვე კვირაა, რაც ბილბორდ გლობალ 200-სა და Global Excl. U.S. ჩარტებში მოწინავე ადგილზეა.

იხილეთ Disease-ის მუსიკალური-ვიდეო კლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კარნეგი-ჰოლში გიორგი გიგაშვილის კონცერტის ბილეთები სრულად გაყიდულია

შემდეგი სტატია

A COMPLETE UNKNOWN - სიმღერა Subterranean Homesick Blues Courtesy Photo

ბობ დილანის ბიოგრაფიული ფილმის თიზერში ტიმოთე შალამე სიმღერას Subterranean Homesick Blues-ს თავად ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი