მადონამ კამალა ჰარისს საჯაროდ დაუჭირა მხარი

ვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჰარისის მხარდამჭერი პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც პარიზიდან შეერთებულ შტატებში დაბრუნდა.
მადონა. ფოტო: Kevin Mazur/WireImage/Live Nation

მადონა მხარს დემოკრატიულ პარტიას უჭერს. 31 ოქტომბერს პოპის დედოფალმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტოები პარიზიდან, სადაც სამოგზაუროდ იმყოფებოდა. „პარიზი ძალიან სახალისო იყო! ძნელი იყო წამოსვლა, მაგრამ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი, რადგანაც ხმის მიცემის დროა. კამალა ჰარისი პრეზიდენტად!” – წერს არტისტი პოსტის აღწერაში. 

მადონამ ჰარისს პირველად მხარი 2020 წელს დაუჭირა, როდესაც ის ვიცე-პრეზიდენტობის პოზიციისათვის ჯო ბაიდენთან ერთად იბრძოდა. „კამალა გონიერი, ემპათიური და კარგად მოლაპარაკე ლიდერია, რომელიც სამართლიანობასა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობას იცავს,” – წერდა მადონა 2020 წელს.

ახლახან გაკეთებული საჯარო განცხადებით კი მადონა ჰარისის მხარდამჭერი სხვა მუსიკოსების რიგებს შეუერთდა. მადონამდე რამდენიმე დღით ადრე კამალას მიმართ მხარდაჭერა Bad Bunny-მ, ჯენიფერ ლოპესმა და რიკი მარტინმა გამოხატეს. ეს მოჰყვა დონალდ ტრამპის შეხვედრაზე მომხდარ ფაქტს, როცა ტრამპის მხარდამჭერმა ერთ-ერთმა  გამომსვლელმა პუერტო-რიკოს მისამართით რასისტული ხასიათის ხუმრობა თქვა. ბიონსე, ტეილორ სვიფტი, ბრიუს სპრინგსტინი, ბილი აილიში, სტივი ნიქსი, Cardi B, ჯეისონ ისბელი, ჯონ ლეჯენდი, კეტი პერი და კიდევ უამრავი არტისტი ასევე კამალა ჰარისს უცხადებენ მხარდაჭერას. 

ჰარისი შეხვედრებს 5 ნოემბრის არჩევნებამდე აქტიურად გააგრძელებს. Cardi B და GloRilla მუსიკალური ნომრებით გამოვლენ დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერ ღონისძიებაზე, რომელიც ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში პარასკევს, 1 ნოემბერს ჩატარდება. 

ოქტომბრის მიწურულს იმავე ვისკონსინის ქალაქ მედისონში სცენაზე გამოვიდნენ გრეისი აბრამსი, Mumford & Sons, რემი ვულფი, ჯგუფ The National-ის აარონ დესნერი და მეტ ბერნინგერი. ბიონსე და Destiny’s Child-ის წევრი კელი როულენდი კი 25 ოქტომბერს ჰიუსტონის შეხვედრას შეუერთდნენ. კამალა ჰარისის გამოსვლის შემდეგ ბიონსემ აუდიტორიას სცენიდან სიტყვითაც მიმართა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს ამ ფორმითაც დაუჭირა მხარი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

შემდეგი სტატია

ვირტუოზი მევიოლინე გიდონ კრემერი თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი