კაილი მინოუგს 90-იანი წლების თავისუფლება ენატრება

„ყველაფერი მენატრება 1990-იანებიდან.”
კაილი მინოუგი
Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic

მართალია, კაილი მინოუგი თავისი ახალი ჰიტების წარმატებით ტკბება ბოლო ალბომიდან Tension II, თუმცა პოპვარსკვლავმა აღიარა, რომ 90-იანი წლების უბრალო დღეები ენატრება.

The Times-თან გულწრფელ ინტერვიუში 56 წლის მომღერალმა სოციალურ მედიამდე არსებულ ეპოქაზე ისაუბრა.

„ყველაფერი მენატრება 1990-იანი წლებიდან,” – აღნიშნა მინოუგმა. „არ იყო ტელეფონები, საცეკვაო მუსიკა პოპულარობის ზენიტში იყო და მეც ამ მოვლენების ცენტრში ვიყავი. დავდიოდით ბევრს – კლუბებში, ჩვენებებზე.”

მინოუგისთვის სოციალური მედიის არარსებობა გარკვეული ტიპის თავისუფლებას წარმოადგენდა, რომელიც მას საშუალებას აძლევდა, სრულად შეეგრძნო კონკრეტული მომენტი,  ყურადღების ციფრული გადამტანების გარეშე. „დროს არ ვკარგავდი სოციალური ქსელების სქროლვაში ან ზრდასრულისთვის შესაფერის ქცევაზე ფიქრში. ასე რომ, ბევრი რამ მენატრება. საერთო ჯამში – თავისუფლება.”

მინოუგმა საკუთარ ახალგაზრდა თავს რჩევაც მისცა: „მე მას ვეტყოდი: გაერთე. წინ ბევრი რამ გელოდება. იქნება ბევრი დაბრკოლება და თუ მათ ვერ გადაახტები, იპოვი გზას, რომ მათ ქვეშ გაძვრე, ან შემოუარო. გზას აუცილებლად იპოვი.”

მინოუგი უკვე შემოქმედების მეოთხე ათწლეულს ითვლის, თუმცა ბოლო ალბომით ის ამტკიცებს, რომ მისი კარიერა დასასრულისგან ჯერ კიდევ შორს არის. ალბომი ავსტრალიისა და ბრიტანეთის ჩარტებში პირველ ადგილზე გავიდა. 

მომღერალი მალე 2025 წლის მსოფლიო ტურნეშიც გაემგზავრება. „ბილბორდთან” საუბარში მან გაამხილა, რომ ტურნეში როგორც ბოლო ალბომის სიმღერებს, ასევე კარიერის ყველა დეკადის ჰიტებს შეასრულებს. მათ შორის იქნება The Loco-Motion-ის ქავერი – სიმღერა, რომლითაც მისი კარიერა დაიწყო და 1988 წელს Billboard Hot 100-ის მესამე ადგილზე გავიდა. „ეს არის სიმღერა, რომლითაც ჩემი კარიერა დაიწყო,” – უთხრა მინოუგმა „ბილბორდს” ოქტომბერში. „იყო პერიოდი, როცა ვფიქრობდი, რომ არ ვიცოდი, როგორ მემღერა ის, თუმცა ახლა ყველაფერი ერთ წრედ შეიკრა. ახლა მთელი გულითა და ენთუზიაზმით შემიძლია ამ სიმღერის შესრულება.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

DuckTape - ფოტო: გიო მაჭავარიანი

DuckTape-ის ინტერვიუ ბილბორდ საქართველოსთან

შემდეგი სტატია

ქუინსი ჯონსი – ხელოვანი, რომელიც ჯერ კიდევ მაიკლ ჯექსონთან თანამშრომლობამდე არაერთი ჰიტის პროდიუსერი იყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი