ქუინსი ჯონსი – ხელოვანი, რომელიც ჯერ კიდევ მაიკლ ჯექსონთან თანამშრომლობამდე არაერთი ჰიტის პროდიუსერი იყო

ყველასთვის ცნობილია, რომ ქუინსი ჯონსი მაიკლ ჯექსონს არაერთი ჰიტის შექმნაში დაეხმარა. პროდიუსერმა ასევე დიდი ჰიტები შექმნა ისეთ არტისტებთან თანამშრომლობით, როგორებიც არიან ჩაკა ხანი, ჯორჯ ბენსონი და სხვა გავლენიანი მუსიკოსები.
ლუის ჯონსონი, ქუინსი ჯონსი, ჯორჯ ჯონსონი. ფოტო: Echoes/Redferns

„მაიკლ ჯექსონს მიმართულება სჭირდებოდა. პირველად რომ სახლში მესტუმრა, მითხრა: Epic Records-თან ჩემს პირველ სოლო ალბომს ვწერ. ვიფიქრე, იქნებ შეგიძლია პროდიუსერი მომიძებნო?’” – იხსენებს ქუინსი ჯონსი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, სახელწოდებით Q, რომელიც 2001 წელს გამოიცა.

ჯონსი, რომელსაც უბადლო მუსიკალური მრავალფეროვნება და ნიჭი ჰქონდა, თავად გახდა ამ ალბომის პროდიუსერი. ლეიბლი, რომელთანაც მაიკლ ჯექსონი თანამშრომლობდა, ამ იდეას ეწინააღმდეგებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ქუინსი ჯონსზე ჯაზის გავლენა ზედმეტად  დიდი იყო. საბოლოოდ ჯექსონისა და ჯონსის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ისეთი ალბომები, როგორებიცაა Off the Wall, Thriller და Bad. ამ ნამუშევრებმა ორი ხელოვანის მჭიდრო მუსიკალური კავშირი განაპირობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონის გაჩენა მუსიკალურ სამყაროში დიდი მოვლენა იყო და არტისტმა რეკორდულ გაყიდვებს მიაღწია, ამ წარმატებამ ჯონსის კარიერის დიდი მასშტაბი და 1970-80-იანი წლების მუსიკაში მისი მიღწევები გარკვეულწილად გადაფარა და მუსიკაში ის ძირითადად ჯექსონთან ასოცირდება. თავის მხრივ ჯექსონს ჯონსი საუკეთესო მუსიკალური ჩანაწერების შესაქმნელად მართლაც ძალიან სჭირდებოდა. პარალელურად კი ჯონსს ამ დროისათვის ჯექსონისაგან დამოუკიდებელი დიდებული კარიერა ჰქონდა. მისი პროდიუსერობით შექმნილი სხვა ალბომებიც, როგორებიცაა Brothers Johnson-ის, ჯორჯ ბენსონის, ჩაკა ხანისა და დონა სამერის ნამუშევრები, ჯექსონის რჩეულ ჰიტებს არ ჩამოუვარდება.

ჯონსის საცეკვაო მუსიკა ენერგიულია. სიმბოლურია, რომ 1983 წელს, როდესაც ჯექსონი მთელ ამერიკას წარუდგა თავისი დამახასიათებელი სასცენო მოძრაობებით, ის სწორედ ჯონსთან თანამშრომლობით შექმნილ ნაწარმოებზე შესრულდა. 

ჯონსისათვის პროდიუსერობა კოლაბორაციულ შრომას ნიშნავდა. ჯექსონთან მუშაობისთვის მან მოიხმო მუსიკოსების გუნდი, სახელწოდებით killer Q posse, რომელშიც თითოეული წევრი თავისი მიმართულების ნამდვილი ოსტატი იყო: კომპოზიტორი როდ ტემპერტონი, ხმის ინჟინერი ბრიუს სუედიანი, კლავიშისტი გრეგ ფილინგეინსი, ბასისტი ლუის ჯონსონი, დრამერი ჯონ რობინსონი, პერკუსიონისტი პაულინიო და კოსტა და ასევე ჯერი ჰეი, რომლის მიმართულება ჩასაბერი ინსტრუმენტები და არანჟირება იყო.

მუსიკოსთა ჯგუფი Off the Wall-ის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც 1979 წლის ზაფხულში გამოიცა, ხოლო მოგვიანებით მათ Rufus & ჩაკა ხანის Masterjam-ზეც იმუშავეს, რომელიც იმავე წლის შემოდგომაზე გამოვიდა. ალბომის მეორე ტრეკი, Any Love, აერთიანებს ჯონსის უნარებს, რომლებიც მსმენელში დიდ ემოციებს აღძრავს. 

1980 წელს killer Q posse ჯონსთან კვლავ გაერთიანდა, რათა შეექმნათ კიდევ ორი ალბომი: Brothers Johnson-ის Light Up the Night და ჯორჯ ბენსონის Give Me the Night. ორივე ალბომი ღამის კლუბების სამყაროსათვის იყო განკუთვნილი, სადაც ენერგიული და მრავალფეროვანი ჟღერადობა უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის.

1982 წელს დონა სამერმა, რომელმაც ჯონსთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, სინგლი Love Is in Control (Finger on the Trigger) ჩაწერა, რომელშიც ქუინსი ჯონსისათვის დამახასიათებელი ხელწერის ყველა დეტალი იგრძნობა. ეს ტრეკი მუსიკალური ჩარტების  ათეულში მოხვდა, თუმცა ჯონსისისათვის ასეთი შედეგი, სავარაუდოდ, მაინც არ იყო დამაკმაყოფილებელი, რადგან მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი მხოლოდ პირველი პოზიცია იყო. 

ავტობიოგრაფიულ წიგნში Q ჯექსონზე დიდი ყურადღებაა გამახვილებული. ქუინსი ჯონსი ამაყობს ჯაზის ჟანრში შექმნილი ნაწარმოებებით და ფილმისთვის დაწერილი მუსიკით, თუმცა 1970-80-იანი წლების არაერთი უნიკალური ალბომი, რომელიც მისი პროდიუსერობით შეიქმნა, წიგნში ფაქტობრივად არ არის გამოკვეთილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კაილი მინოუგს 90-იანი წლების თავისუფლება ენატრება

შემდეგი სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი