დევიდ გილმორის კონცერტზე Pink Floyd-ის ცნობილი კომპოზიციები გაჟღერდა

ნოემბერში დევიდ გილმორი ნიუ-იორკში ხუთ შოუს მართავს.

თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც დევიდ გილმორის მეხუთე სოლო ალბომი, Luck and Strange, Billboard-ის Top Album Sales ჩარტის პირველ ადგილზე გავიდა. არტისტი ამჟამად ნიუ-იორკშია და Madison Square Garden-ში ხუთ შოუს მართავს. 

9 ნოემბერს, კონცერტის დაწყებამდე, ბასისტი გაი პრატი გამოვიდა და მსმენელებს თავაზიანად, თუმცა პრინციპულად მოუწოდა, რომ კონცერტთან კავშირის გრძნობა შეინარჩუნონ და მთელ შოუს ტელეფონის ეკრანიდან არ უყურონ. პრატმა ასევე

მიმართა აუდიტორიას, რომ არ ჩაერთოთ მობილური ტელეფონის ფანარი, რადგან დევიდ გილმორს ეს არ უყვარს. აუდიტორიამ, რომელიც დიდწილად Gen X-ისა და Boomer-ის  თაობებისგან შედგებოდა, ეს მოწოდება გაითვალისწინა, რაც 2024 წელს ნამდვილად სასწაულის ტოლფასია.

გილმორის Luck and Strange ტური თანამედროვე მუსიკალურ ტურნეებს შორის მრავალმხრივ გამორჩეულია. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ერთადერთი აქტიური არტისტი, რომელიც კლასიკურ როკს ასრულებს, გილმორი ლეგენდარულ Pink Floyd-თან ასოცირდება – ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და კომერციულად წარმატებულ როკ-ბენდთან, რომლის ისტორია 60-იან წლებში დაიწყო და ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა გავლენას. გილმორი იმ ვეტერან როკ-შემსრულებლებს შორისაა, რომლებიც პირველ რიგში გიტარისტებად არიან ცნობილი. თუმცა, მუსიკოსმა Pink Floyd-ის რამდენიმე ყველაზე ცნობილ სიმღერაში წამყვანი ვოკალიც შეასრულა. მიუხედავად ამისა, გილმორი, როგორც არტისტი, თავს სრულყოფილად გიტარაზე დაკვრით გამოხატავს. Luck and Strange ტურში 78 წლის გიტარისტმა დაამტკიცა ის, რომ წლები მის ოსტატობას ვერაფერს აკლებს. 

9 ნოემბრის შოუზე მან ძველი ალბომებიდან არაერთი სიმღერა შეასრულა. მათ შორის იყო Pink Floyd-ის 1994 წლის ალბომის, The Division Bell-ის სიმღერა Marooned. ასევე შთამბეჭდავი იყო Atom Heart Mother-ის Fat Old Sun, რომელიც გილმორმა აკუსტიკურ გიტარაზე ქანთრის სტილში შეასრულა, შემდეგ კი ელექტრონულ გიტარაზე გადავიდა შთამბეჭდავი ფინალისთვის.

The Dark Side of the Moon-ის სიმღერების შესრულებამ ყველაზე დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა. დასამახსოვრებელი იყო The Great Gig in the Sky-ის შესრულება. გილმორი გიტარაზე, მისი ბენდის წევრი ლუის მარშალი კი პატარა პიანინოზე უკრავდა. ამ დროს სცენაზე ვებ დები და დევიდ გილმორის 22 წლის ქალიშვილი, რომანი გილმორთან ერთად ჰარმონიაში მღეროდნენ. 

გარდა ბექვოკალისა, რომანი გილმორი მთავარ ვოკალსაც ასრულებდა და არფას უკრავდა სიმღერების, Between Two Points და Montgolfier Brothers-ის ქავერების შესრულებისას. როცა არტისტები სცენაზე  შვილებს იწვევენ, ეს, შესაძლოა, გაუმართლებელ რისკად იქცეს, თუმცა რომანი გილმორის შესრულება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო კონცერტის მსვლელობისას. 

ამ ტურის ვიზუალი ისეთივე თეატრალური და სცენის ეფექტებით მდიდარი არ არის, როგორც გილმორის ყოფილი თანაბენდელის, როჯერ უოტერსის შოუები. თუმცა, Luck and Strange ტურს თავის შესაბამისი ვიზუალური ეფექტები აქვს, მაგალითად მოძრავი ბურთები, ანიმაციები და მწვანე ლაზერები.

კონცერტის დამატებით მუსიკალურ ნომრად გილმორმა და მისმა ბენდმა Comfortably Numb შეასრულეს. სწორედ ამ დროისთვის აუდიტორიამ გადაწყვეტა, პრატის მოწოდებები დაევიწყებინა და მსმენელებმა მობილურები მაინც ამოიღეს, თუმცა ამაზე არტისტს უარყოფითი რეაქცია არ ჰქონია, რადგან აუდიტორია მართლაც სრულად იყო ჩართული წარმოდგენაში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

MTV EMA-ზე ლიამ პეინის ხსოვნას პატივი მიაგეს

შემდეგი სტატია

ლიემ გალაგერის თქმით, Oasis თავის ყველაზე ცუდ დღეებშიც კი აჯობებს ახალი ბენდების უმეტესობას

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი