MTV EMA-ზე ლიამ პეინის ხსოვნას პატივი მიაგეს

დაჯილდოებამ ტეილორ სვიფტის, ტაილასა და საბრინა კარპენტერის ტრიუმფით ჩაიარა.
ლიამ პეინი
Samir Hussein/Getty Images

ტეილორ სვიფტი, ტაილა და საბრინა კარპენტერი გახდნენ მთავარი გამარჯვებულები 2024 წლის MTV EMA-ზე, რომელიც 10 ნოემბერს მანჩესტერში შედგა. ცერემონიაზე ასევე პატივი მიაგეს ლიამ პეინის ხსოვნას, რომელიც ერთი თვის წინ არგენტინაში გარდაიცვალა. 

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გავიხსენოთ ადამიანი, რომელიც ძალიან, ძალიან ძვირფასი იყო ჩვენთვის. ჩვენ ის ახლახან დავკარგეთ და ის იყო როგორც MTV-ის ოჯახის, ასევე ჩემი ცხოვრებისა და, ვფიქრობ, თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილიც,” – თქვა ღონისძიების წამყვანმა რიტა ორამ. „მას ყველაზე დიდი გული ჰქონდა და ყოველთვის იყო ის პირველი ადამიანი, რომელიც დახმარების ხელს გიწვდიდა. მას იმხელა სიხარული შეჰქონდა ყველგან და ძალიან დიდი კვალი დატოვა ამ სამყაროზე,” – აღნიშნა თვალცრემლიანმა ორამ. ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იქნა პეინისადმი მიძღვნილი მოკლე ვიდეოც. 

რაც შეეხება ცერემონიის გამარჯვებულებს, ყველაზე მეტი ჯილდო ტეილორ სვიფტმა დაიმსახურა. მომღერალი, რომელიც მანჩესტერში არ იმყოფებოდა, გახდა საუკეთესო არტისტის, საუკეთესო ლაივის, საუკეთესო ამერიკული შესრულებისა და საუკეთესო ვიდეოს ნომინაციების გამარჯვებული Billboard Hot 100-ის ლიდერი სიმღერით Fortnight, რომელშიც პოსტ მელოუნიც მონაწილეობს.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პოსტ მელოუნს, რადგან ის ყველაზე საოცარი პარტნიორია,” – თქვა სვიფტმა სამადლობელ ვიდეორგოლში.

სვიფტს სამი ჯილდოთი მოჰყვა ტაილა, რომელმაც ცერემონიაზე ორი სიმღერა – Push 2 Start და Water შეასრულა.

„ვერ ვიჯერებ”, – თქვა სამხრეთ აფრიკელმა მომღერალმა აფრობიტსის კატეგორიის მოგებისას. „ყველა ნომინანტი საოცარია. აფრობიტსი აქამდე მათ მოიყვანეს და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეს ჯილდო დღეს მე მერგო. აფრობიტსმა ძალიან ბევრი კარი გააღო აფრიკული მუსიკისთვის, ასე რომ, მადლობა აფრობიტსს.”

საბრინა კარპენტერი და არიანა გრანდე, რომელთაგანაც შოუს არც ერთი არ ესწრებოდა, თითო-თითო` ნომინაციის გამარჯვებულები გახდნენ. კარპენტერის Espresso-მ საუკეთესო სიმღერის კატეგორია მოიგო, ხოლო გრანდე საუკეთესო პოპის ნომინაციის გამარჯვებული გახდა. ღონისძიებას არ ესწრებოდნენ არც ბილი აილიში და Charli XCX, რომლებმაც წარდგენილი ხუთი კატეგორიიდან ვერც ერთი ვერ მოიგეს. 

EMA-ს მთავარი ჯილდო Global Icon Award წელს ბასტა რაიმსს გადაეცა. წინა წლებში ეს პატივი წილად ხვდათ Queen-ს, ემინემს, ჯენეტ ჯექსონს, U2-ს, უიტნი ჰიუსტონსა და სხვა არტისტებს. 

„34 წელია, რაც მუსიკას ვაკეთებ და ეს არის პირველი ჯილდო MTV-სგან. დაუჯერებელია,” – თქვა რეპერმა ჯილდოს მიღებისას. შემდეგ კი სცენაზე რამდენიმე ჰიტი შეასრულა. 

შოუ ასევე მოიცავდა მასპინძელი ქალაქის, მანჩესტერის მუსიკალური მემკვიდრეობის ელემენტებს. მათ შორის იყო ღამის კლუბ Hacienda-ს ცნობილი შავი და ყვითელი ზოლებიანი ბრენდირება და New Order-ის Blue Monday-ს გამხსნელი აკორდები, რომლებიც მთელ ღონისძიებას გასდევდა. 

2024 წელი MTV EMA-ს საიუბილეო თარიღია. 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1994 წელს ბერლინში დაჯილდოების პირველი ცერემონია გაიმართა. გარდა ამისა, წლევანდელი შოუ პირველი იყო 2022 წლის ღონისძიების შემდეგ, რადგან შარშანდელი ცერემონია, რომელიც პარიზში უნდა გამართულიყო, ისრაელი-ჰამასის ომისგან გამოწვეული გლობალური უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გაუქმდა. 

დაჯილდოების ცერემონია Pet Shop Boys-მა დახურა. ბენდს მანჩესტერის კამერატა შეუერთდა, რომლის წევრებსაც ჯგუფის საკულტო წვეტიანი ქუდები ეხურათ. მათ ერთობლივად შეასრულეს დევიდ ბოუის All The Young Dudes და თავად Pet Shop Boys-ის სადებიუტო ჰიტი West End Girls.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიონსე გრემის ნომინაციების ახალ რეკორდს ამყარებს 

შემდეგი სტატია

დევიდ გილმორის კონცერტზე Pink Floyd-ის ცნობილი კომპოზიციები გაჟღერდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი