ბაკურ ბურდულის სიმღერა „სადღაც ყოველთვის“

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა სახელწოდებით „სადღაც ყოველთვის“ საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწერა, მუსიკოსმა ის Youtube პლატფორმაზე რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
ბაკურ ბურდული-სადღაც ყოველთვის
ბაკურ ბურდული -„სადღაც ყოველთვის“

მაშინ, როდესაც ხშირად მუსიკაში ავთენტურობა ეფექტებით იკარგება, ბაკურ ბურდულისთვის დამახასიათებელი ხმა და მუსიკა ყოველთვის  შეგიძლია გამოარჩიო. რამდენიმე დღის წინ მუსიკოსმა სიმღერა  „სადღაც ყოველთვის“ Youtube პლატფორმაზე გარკვეული პაუზის შემდეგ პირველად გამოაქვეყნა. 

სიმღერის ავტორი თავად ბაკურ ბურდულია, რომელიც თავადვე უკრავს გიტარაზე, ბას გიტარა და არანჟირება ნიკა კოჩაროვს ეკუთვნის, სოლო გიტარებზე კი ანრი გოგიტაური და გურამ მაჭავარიანი უკრავენ. დრამზე სანდრო სულაქველიძეა, ფორტეპიანო – Gura Gurs, ბექვოკალი  – BarbaraBell. სიმღერის მიქსინგი და მასტერინგი მუსიკოსმა გიორგი ერგემლიძემ შეასრულა. 

„ეს სიმღერა ადრე არის დაწერილი. მას მერე, რაც გამოუშვი სიმღერა „ფეთქავს“, გარკვეული პერიოდი პაუზა მქონდა. კონცერტებს ხშირად აღარ ვატარებდი, მაგრამ მუსიკას ყოველთვის ვწერდი და ამ მიმართულებით არ ვჩერდებოდი.  ცხოვრება ხან ისეა, ხან ასე, ძალიან რთულია ყველაფერში სტაბილური იყო, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში  იმ პერიოდში ასე იყო. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მუსიკას სულ ვწერდი. ერთხელ ისე მოხდა, რომ ჩემი ათამდე ძველი სიმღერა მეგობრებს მოვასმენინე, გიტარაზე დავუკარი. თავად ყველა მოგწონს, ამიტომ სხვისი აზრი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ამ სიმღერაზე ჩემმა მეგობრებმა ყველაზე მეტად გაამახვილეს ყურადღება, ძალიან მოეწონათ და მითხრეს, რომ ეს სიმღერა აუცილებლად უნდა ჩაიწეროსო. ნიკა კოჩაროვი ამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო, სტუდია ჰქონდა და დახმარება შემომთავაზა“. 

როგორც ბაკურ ბურდული ამბობს, უახლოეს მომავალში სიმღერის მუსიკალური კლიპისა და ალბომის გამოსვლაც იგეგმება. 

„სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავ ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც. პირდაპირ ალბომის გამოშვებისთვის უკვე ისეთი დროა, რომ მსმენელი ვეღარც ასწრებს წესიერად მოსმენას, ამიტომ გადავწყვიტე მთელი ალბომი სინგლების სახით გამოვუშვა და ბოლოს უკვე ერთიანად გამოვა ალბომის სახით. ყოველ ერთ თვეში ან ორ თვეში ერთხელ ახალი სიმღერის გამოშვებას ვგეგმავთ. 

დღეს უკვე იმდენად არის აჩქარებული ყველაფერი, რომ ათსიმღერიან ალბომს ცოტა თუ მოუსმენს. უფრო EP-ის სახით გამოვა ალბათ ჩემი მომავალი ნამუშევარი. ამჟამად ჩაწერებზე ვმუშაობთ, ეს სიმღერა ახალ ალბომში შევა და სავარაუდოდ მომავალ ალბომს შეიძლება ამ სიმღერის სახელიც დაერქვას.“ 

მოისმინეთ ბაკურ ბურდულის სიმღერა „სადღაც ყოველთვის”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქუინსი ჯონსი 2018 წლის 27 ნოემბერი, ჰოლივუდი. Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic.

ქუინსი ჯონსის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

შემდეგი სტატია

გაიცანით Lisa-ს სამყარო

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი