Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი.
Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films-მა ლეგენდარული ბენდის, Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება დააანონსა. ფილმს ცნობილი რეჟისორი ფრენკ მარშალი გადაიღებს, რომელიც ოსკარის ხუთგზის ნომინანტი და ირვინგ ჯ. თალბერგის მემორიალური ჯილდოს მფლობელია. ეს იქნება ბენდის შესახებ, პირველი სრულად ავტორიზებული დოკუმენტური პროექტი.

Fleetwood Mac-ის წევრები,  ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალისა და აქამდე გამოუქვეყნებელი ვიდეოკადრების საშუალებით, განსაკუთრებულ ისტორიებს თავადვე მოჰყვებიან.

ფილმი Fleetwood Mac-ის ვარსკვლავურ აღზევებას, პირად და პროფესიულ ზრდასა და იმ მუსიკალურ მემკვიდრეობაზე გვიყვება, რაც ბენდმა კარიერის განმავლობაში ჩამოაყალიბა. ფილმი 1967 წელს ჯგუფის დაარსებიდან დაწყებული, მათი გამორჩეული ალბომებითა და რეკორდული ტურნეებით გაგრძელებული ბენდის უნიკალურ ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს. ბენდის წევრები მილ ფლიტვუდი, ჯონ მაკვის, ლინდსი ბაკინგემი, სტივი ნიქსი და კრისტინ მაკვი არიან. 

Fleetwood Mac-ის გავლენა ბილბორდის ჩარტებზე ხაზს უსვამს მათ ლეგენდარულ სტატუსს. ბილბორდ 100-ში ბენდის 25 სიმღერა შედის, მათ შორის 9 ტოპ ათეულშია. მათი პირველი სინგლი Dreams კი 1977 წელს პირველ ადგილზე 19 კვირის განმავლობაში პოზიციონირებდა. ბილბორდ 200-ში ბენდის 30 ალბომი მოხვდა, რომელთაგან ოთხი: Fleetwood Mac (1975), Rumours (1977), Mirage (1982) და The Dance (1997) ჩარტების ლიდერებად დასახელდა.

Fleetwood Mac-ის 1977 წლის ალბომი Rumours, ბენდის ყველაზე გამორჩეული და გაყიდვადი ალბომია, რომელიც ჩარტებში პირველ ადგილს 31 კვირის განმავლობაში იკავებდა.

რეჟისორმა ფრენკ მარშალმა ბენდის კულტურულ მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მაოცებს, თუ როგორ შეიქმნა ეს წარმოუდგენელი ისტორია უდიდესი მუსიკალური მიღწევებით. Fleetwood Mac-მა რაღაცნაირად მოახერხა, მათი ხშირად ქაოსური და დრამატული პირადი ცხოვრება რეალურ დროში ლეგენდად ექციათ. ეს იქნება ფილმი ადამიანების შესახებ, რომლებმაც ეს მუსიკა შექმნეს.“

ფილმის პროდიუსერმა ნიკოლას ფერალმა კი განაცხადა:  „მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ  შემოქმედებით პარტნიორობას ფრენკთან და Kennedy/Marshall-ის ნიჭიერ გუნდთან. Fleetwood Mac მუსიკალური ფენომენია, მათი ალქიმია თითქოს აღქმის მიღმაა. საპროდიუსერო კომპანია White Horse Pictures  მადლიერია ამ შესაძლებლობისთვის. გვაქვს პატივი შევქმნათ დოკუმენტური ფილმი, რომელიც ჩაუღრმავდება ბენდის თითოეული წევრის ინდივიდუალურ ნიჭსა და იმ მაგიას, რასაც მთლიანობაში Fleetwood Mac ეწოდება. ამ ყველაფრის შექმნა, კი Apple-ის მხარდაჭერით და რესურსებით ნამდვილად დიდებულია.“

დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს,  Apple Original Films-ის პრესტიჟული პროექტების კატალოგს შეუერთდება. ამ პროექტებს შორისაა ასევე აკადემიის ჯილდოს მფლობელი ფილმი CODA და ემის ჯილდოს მფლობელი ფილმი STILL: A Michael J. Fox Movie.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

შემდეგი სტატია

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კონცერტზე თავდასხმის გეგმა ჩაიშალა, თუმცა ავსტრიის ხელისუფლებამ 2024 წლის აგვისტოში სვიფტის სამივე გამოსვლა მაინც გააუქმა.
მეტი
არიანა გრანდე Courtesy of Republic Records

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – არიანა გრანდე, Labrinth, aespa და სხვები

გაეცანით კვირის მთავარ მუსიკალურ რელიზებს. Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი ყოველკვირეულად გთავაზობთ ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს.
მეტი

მურმან წულაძის ახალი EP  – Firma

ახალი ჩანაწერი მელანქოლიური და ნოსტალგიური განწყობის მატარებელია, - არტისტი დასავლეთ ევროპაში გატარებულ გამოცდილებასა და საკუთარ სენსიტიურ მხარეს ავლენს.
მეტი

RIHA-ს მეხუთე სტუდიური ალბომი V

ალბომი მისი საავტორო დოკუმენტური ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკების კრებულია და ავტორის ბაბუას, მხატვარს და მოქანდაკე ვახტანგ ონიანს ეძღვნება.
მეტი

პოლ მაკარტნის თქმით, „პრინცს” Beatles-ის ქავერი აქვს ჩაწერილი, რომლის გამოცემაც სურს

მაკარტნიმ თავის საყვარელ სიმღერებზე ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება გააზიარა ტეილორ სვიფტის, ბილი აილიშის, ოლივია როდრიგოსა და საბრინა კარპენტერის შესახებ.
მეტი