რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
რობი უილიამსი
VALERIE MACON/AFP via Getty Images

რობი უილიამსმა Take That-ის ყოფილ მენეჯერ ნაიჯელ მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა მას შემდეგ, რაც მან „ბიბისის” ახალ დოკუმენტურ სერიალში Boybands Forever მომღერლის მიერ ნარკოტიკების მოხმარებაზე ისაუბრა.  

მარტინ-სმითთან ერთად თავად უილიამსიც მონაწილეობს სამ-ნაწილიანი სერიალის პირველ ეპიზოდში, რომელიც ეთერში 16 ნოემბერს გავიდა. ეპიზოდი ეხებოდა ფინანსურ და მენტალურ პრობლემებს, რომლებთან გამკლავებაც ჯგუფებს Take That, East 17, A1 და Damage პოპულარობის ზენიტში უწევდათ. 

მარტინ-სმითი Take That-ის მენეჯერად 1990-იან წლებში მუშაობდა, როცა რობი უილიამსი ჯგუფის წევრი იყო, სანამ 1995 წელ ბენდს დატოვებდა და წარმატებულ სოლო კარიერას წამოიწყებდა.  

ფილმში თავად უილიამსი მის მიერ ნარკოტიკების მოხმარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რაღაც ეტაპზე მისგან „ბოროტის” ხატს ქმნიდნენ. მარტინ-სმითი კი ამბობს, რომ მომღერალი საკმაოდ „გონიერი და ჭკვიანი იყო”, რათა თავისი პრობლემები იმისთვის გადაებრალებინა, რომ თითქოს „ისეთ ბენდში იყო, სადაც მას არ შეეძლო ჰყოლოდა მეგობარი გოგონა ან ევლო გასართობად.”

ამ განცხადებას უილიამსი ინსტაგრამის ვრცელი პოსტით გამოეხმაურა. „შენთან ერთად ეკრანის კიდევ ერთხელ გაზიარება ჩემთვის ერთდროულად შიშისმომგვრელი და აღმაფრთოვანებელი იყო,” – მიმართა მან მარტინ-სმითს. „აღმაფრთოვანებელი იმ კუთხით, რომ დავინახე ის, თუ სად ვდგავართ ახლა ორივე ამ მოგზაურობაში. ხოლო შიშისმომგვრელი იმ კუთხით, რომ შესაძლოა ჩემში ძველი ემოციები გაეღვიძებინა და ისევ გაბრაზებული და გულნატკენი ვყოფილიყავი.”

„ჩემი პასუხი დამახინჯებულ სამყაროს, რომელიც იმ დროს გარს მეკრა, მხოლოდ მე მეკუთვნის. ის, თუ როგორ გადავწყვიტე ჩემი თავის მდგომარეობიდან გამოყვანა, იყო და არის ის, რასთან გამკლავებაც მთელი ცხოვრება მომიწევს. ეს ჩემი პიროვნების ნაწილია და იგივე ავადმყოფობა მექნებოდა, ტაქსის მძღოლიც რომ ვყოფილიყავი. უბრალოდ ასე უფრო სწრაფად მივედი იქამდე, რადგან მქონდა ფული მაშინ, როცა სულ ტყუილად ვცდილობდი, დავპირისპირებოდი პოპვარსკვლავობის არეული მატრიცის მქონე სარეცხის მანქანის ტურბულენტობას.”

უილიამსი მოუწოდებს მარტინ-სმითს, თავადაც აიღოს პასუხისმგებლობა იმ პრობლემებზე, რაც ჯგუფს სცენის მიღმა ჰქონდა: „ყველა გაიგებს და დაგიფასებს თვითრეფლექსიას. სირცხვილი არ არის, აღიარო შენი ნაკლი. არავინ გიჩივლებს იმისთვის, რომ არ იცოდი ან არ გესმოდა ის ფსიქოლოგიური ეფექტები, რაც იმ ყველაფერს ჰქონდა.”

მარტინ-სმითს უილიამსის წერილზე ჯერჯერობით არ უპასუხია. 

ცოტა ხნის წინ უილიამსმა მსგავსი პოსტი მიუძღვნა ლიამ პეინს, სადაც წერდა, რომ ბიჭების ბენდებს საკმარისი ემოციური მხარდაჭერა სჭირდებათ. შეგახსენებთ, რომ One Direction-ის წევრი 16 ოქტომბერს სასტუმროს მესამე სართულიდან გადავარდა. 

პეინის გარდაცვალებიდან მალევე მომზადდა პეტიცია ახალი კანონის მოთხოვნით, რომელიც ახალგაზრდა არტისტების მენტალურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. პეტიციას ამ ეტაპზე 149 000 ხელმოწერა აქვს. 

დეკემბერში რობი უილიამსის ბიოგრაფიული ფილმის, Better Man-ის საუნდრეკის კრებული გამოვა დიდ ბრიტანეთში, იანვარში კი – აშშ-სა და კანადაში. ფილმი, რომელიც უილიამსის უდიდეს ჰიტებს მოიცავს, მუსიკოსის ცხოვრების შესახებ ჰყვება  მისი ბავშვობიდან მსოფლიო წარმატებამდე. ფილმში უილიამსი კომპიუტერულად შექმნილი მაიმუნის სახითაა წარმოდგენილი. 

2025 წელს ლეგენდარული მუსიკოსი ბრიტანეთისა და ევროპის ტურნეში გაემგზავრება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rolling Stone-თან ახალ ინტერვიუში ტიმოთე შალამე ბობ დილანის როლზე საუბრობს

შემდეგი სტატია

Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი