დუა ლიპა  „როიალ ალბერტ ჰოლში“ ჩატარებულ კონცერტს ალბომად გამოსცემს

ახალი LP დუა ლიპას CBS-ის საკონცერტო სპეციალურ გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გამოიცემა
Dua Lipa Elizabeth Miranda
Dua Lipa
Elizabeth Miranda

მიუხედავად იმისა, რომ დუა ლიპამ ლონდონის „როიალ ალბერტ ჰოლში“ მხოლოდ ერთი კონცერტი ჩაატარა, მომღერალს სურს ის ალბომის სახით გამოსცეს.

19 ნოემბერს პოპ ვარსკვლავმა პირველი ახალი საკონცერტო ალბომის,  Dua Lipa Live From The Royal Albert Hall-ის გამოშვების თარიღი დააანონსა. ალბომი  17 ოქტომბერს ლეგენდარულ სივრცეში კონცერტის დროს ჩაიწერა, რომელიც არტისტის თქმით 6 დეკემბერს გამოვა. დუა ლიპას უახლეს ალბომში მისი ყველაზე პოპულარული ჰიტები იქნება გაერთიანებული.

პოპ-მომღერალმა აღნიშნა, რომ მისი ლეგენდარულ დარბაზში გამოსვლა არცერთ სხვა შოუს არ ჰგავდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამ კონცერტის ჩანაწერის სახით გამოცემა.

„დიდი ხნის განმავლობაში მქონდა იდეა, რომ ჩემი მუსიკა ორკესტრთან ერთად წარმომეჩინა. როდესაც ალბომ Radical Optimism-ზე ვმუშაობდი, მუდმივად ვფიქრობდი მის ცოცხლად შესრულებაზე, თუ როგორ გარდაიქმნებოდა ეს სიმღერები სცენაზე. როდესაც „როიალ ალბერტ ჰოლში” კონცერტი დაიგეგმა, ვიფიქრე, რომ ეს იდეალური შესაძლებლობა იქნებოდა. ეს გამოცდილება სრულიად შთამბეჭდავი იყო.” – აღნიშნა დუა ლიპამ.

ლაივ ალბომი დუა ლიპას CBS-ის საკონცერტო სპეციალურ გადაცემამდე An Evening With Dua Lipa  რამდენიმე დღით ადრე გამოვა. გადაცემა CBS-სა და Paramount+-ზე  15 დეკემბერს გავა ეთერში.

ნახეთ პოპმომღერალის ახალი პროექტის –  Dua Lipa Live From the Royal Albert Hall-ის სიმღერების სია:

  1. „Overture (Live from the Royal Albert Hall)“
  2. „End Of An Era (Live from the Royal Albert Hall)“
  3. „Houdini (Live from the Royal Albert Hall)“
  4. „Training Season (Live from the Royal Albert Hall)“
  5. „These Walls (Live from the Royal Albert Hall)“
  6. „Whatcha Doing (Live from the Royal Albert Hall)“
  7. „French Exit (Live from the Royal Albert Hall)“
  8. „Illusion (Live from the Royal Albert Hall)“
  9. „Falling Forever (Live from the Royal Albert Hall)“
  10. „Anything For Love (Live from the Royal Albert Hall)“
  11. „Maria (Live from the Royal Albert Hall)“
  12. „Happy For You (Live from the Royal Albert Hall)“
  13. „Love Again (Live from the Royal Albert Hall)“
  14. „Pretty Please (Live from the Royal Albert Hall)“
  15. „Levitating (Live from the Royal Albert Hall)“
  16. „Sunshine (Live from the Royal Albert Hall)“
  17. „Cold Heart (PNAU Remix) (Live from the Royal Albert Hall)“
  18. „Be The One (Live from the Royal Albert Hall)“
  19. „Dance The Night (Live from the Royal Albert Hall)“
  20. „Don’t Start Now (Live from the Royal Albert Hall)“
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

შემდეგი სტატია

პოლ საიმონი ახალ ინტერვიუში სმენის პრობლემებზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი