პოლ საიმონი ახალ ინტერვიუში სმენის პრობლემებზე საუბრობს

„არ ვფიქრობ, რომ კრეატიულობა შეზღუდული შესაძლებლობებით სრულდება,” – ამბობს მუსიკოსი CBS-თან საუბარში.
პოლ საიმონი
Chip Somodevilla/Getty Images

პოლ საიმონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული სიმღერების ავტორია, თუმცა, როგორც მუსიკოსმა ახლახან გაამხილა, საკუთარი მუსიკა მას თანდათან უკვე აღარ ესმის. 

გასულ წელს საიმონმა The Times-თან ინტერვიუში გაამჟღავნა, რომ 2023 წელს, Seven Psalms-ის ჩაწერის დროს, მარცხენა ყურში სმენის დაქვეითება დაეწყო. „მარცხენა ყურში უცებ სმენა თითქმის სრულად დავკარგე და დღემდე არავის აქვს ამის ახსნა,” – თქვა მან. „ასე რომ, ყველაფერი გართულდა.”

ახლა კი CBS-ის დილის შოუში მუსიკოსმა სმენის პრობლემებით ცხოვრებასა და იმ გზებზე ისაუბრა, რითაც მასთან გამკლავებას ცდილობს. 

„საშინლად იმედის გამაცრუებელი იყო. თავიდან ძალიან გავბრაზდი, რომ ასეთ რამ მოხდა,” – თქვა მან. „ყველაზე მეტად რამაც შემაშინა, იმაზე ფიქრი იყო, რომ ვაითუ იმდენიც ვეღარ გამეგონა, რომ მუსიკის შექმნა შემძლებოდა.”

უკანასკნელი ტურნე საიმონმა  2018 წელს დაასრულა, თუმცა პერიოდულად ის მაინც ჩნდება აქა-იქ. ბოლოს მან გულშემატკივრები ნიუ-იორკის ირლანდიური კულტურის ცენტრში გამოსვლით გააოცა –  საქველმოქმედო მარათონზე, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის სმენის დაკარგვის მკურნალობის პროგრამის მხარდასაჭერად გაიმართა. 

CBS-ის დილის შოუს ფარგლებში საიმონმა სწორედ ეს პროგრამა მოინახულა და თან ახსნა, თუ როგორ იყენებენ კვლევისთვის ზებრა-თევზს, თაგვებსა და სხვა ცხოველებს. ზებრა-თევზებმა, მაგალითად, სმენის გაუმჯობესება აჩვენეს იმ მედიკამენტის მიღების შემდეგ, რომელიც FDA-მ დაამტკიცა. ხოლო თაგვებს გენური თერაპიის ნაწილში იყენებენ, რათა დაზიანებული სმენის უჯრედების აღდგენა მოახერხონ. 

საიმონმა აღნიშნა, რომ შემოქმედების სურვილი არ განელებია, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი შრომის ნაყოფი ისე კარგად უკვე აღარ ესმის.

„როცა მატისი სიცოცხლის ბოლოს საწოლს იყო მიჯაჭვული, ის კომპოზიციებს წარმოიდგენდა და შემოქმედების უდიდესი პერიოდი ჰქონდა. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ კრეატიულობა შეზღუდული შესაძლებლობებით სრულდება. ყოველ შემთხვევაში, აქამდე მე ეს არ გამომიცდია და იმედი მაქვს, არც მომიწევს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Dua Lipa Elizabeth Miranda

დუა ლიპა  „როიალ ალბერტ ჰოლში“ ჩატარებულ კონცერტს ალბომად გამოსცემს

შემდეგი სტატია

დინ მარტინი ჰენრი გრაისი /FPG/Getty Images

დინ მარტინის საშობაო სიმღერა 72 წლის შემდეგ ჩარტებში მოხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი