ქართველი მუსიკოსები ერთობლივ მანიფესტს ავრცელებენ

„ჩვენ, მუსიკოსები, პროტესტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე.”
ქართველი მუსიკოსების მანიფესტი
Mechanical Rainbow IG

ქართველი მუსიკოსები საქართველოში მიმდინარე საპროტესტო პროცესებს უერთდებიან და ერთობლივ მანიფესტს აქვეყნებენ. განცხადებას ხელს ამ ეტაპზე  90-ზე მეტი მუსიკოსი აწერს. 

Billboard Georgia უცვლელად გთავაზობთ მანიფესტის ტექსტს და იმ მუსიკოსების სიას, რომლებიც ამ დროისათვის ხელმომწერებს შორის არიან: 

„ხელოვნება თავისი არსით მუდამ იყო თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სიმბოლო, შესაბამისად, ხელოვნება შეუძლებელია იყოს ჩუმი და შეზღუდული. ჩვენი, როგორც მუსიკოსების როლი მუდამ იყო, არის და იქნება იმ სათქმელის, ემოციისა და განწყობის გადმოცემა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. სიტუაცია დღევანდელ საქართველოში, სადაც ადამიანებს ყოველდღიურად დევნიან, სცემენ და უკანონოდ აკავებენ თავისუფლების ერთგულებისა და ევროპული მომავლის დაცვის გამო, შეუძლებელია დარჩეს ჩვენი რეაგირების გარეშე.

ამ მოვლენების ფონზე, დღეს თვითგამოხატვაზე წინ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დგას, რომელიც აუცილებლად უნდა გასცდეს პროტესტს რუსთაველზე და გადაითარგმნოს საერთო გაფიცვაში.

ერთის მხრივ, მუსიკოსები საზოგადოების კეთილგანწყობით და სიმპათიებით სარგებლობენ, რის გამოც ვალდებულები ვართ, ჩვენი რესურსი არ მოხმარდეს მმართველი პარტიის სოციალური იმიჯის წახალისებასა და პოზიციების გამყარებას.

მეორეს მხრივ, სახელმწიფო ღონისძიებები იმართება არალეგიტიმური მთავრობის მიერ იმ ხალხისგან შევსებული ბიუჯეტით, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს სამშობლოს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, მუსიკოსები, პროტესტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე.

ვგმობთ მათი მხრიდან პროტესტანტების მიმართ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენებას, მოროდიორობას, უკანონო დაჭერას, დაშინებასა და მრავალ სხვა დანაშაულებრივ მეთოდს, რომელსაც მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს.

გვჯერა თქვენი და ჩვენი გამძლეობის. გვჯერა, რომ შევძლებთ დავუბრუნდეთ საქართველოს ისტორიულ, ევროატლანტიკურ გზას. გვჯერა, რომ ამ ომში გავიმარჯვებთ სახელოვნად.

პატივისცემით, 

მუსიკოსები საქართველოსთვის.”

ხელმომწერთა სია:

ნინო ქათამაძე

მწვანე ოთახი

თამადა

Soft Eject

მაია დარსმელიძე

რობი კუხიანიძე & ჯგუფი Outsider 

ბექა გოჩიაშვილი

Bedford Falls

MOKUMOKU

არა

Creams

Mechanical Rainbow 

ერეკლე დეისაძე

Melqo

Circus Mircus

LOUDspeakers

SKAZZ

Killages

4D Monster Lobsters

მებო ნუცუბიძე

ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები

გამოუვალი მდგომარეობა

ჯგუფი ყველა

Zviad Mgebry

მურმან წულაძე

Anushka Chkheidze

Will Kolak 

Tape Visitors

LIOwithILA

Sexy Bicycle

Lua

Nikala

Mellow

AVARA

ელენე გოგოძე

კოლექტივი

DEENA

Postalion

On The Road

Tanu Stibellyus

ONEFORTY

დავით მუნჯიშვილი

NAKASHA

MISHVARDI

Noki

Hiver Den

IAMNIKITA

სამართ(ლ)ებელი

ინდი მეწარმეები

ქაჯი თოდია

ბულბულა

ნიკა ჩოხელი

FLOWFLOW MAGAZINE

გიო რუსია 

პინო

Echo

STUTTER

MVYKL

TOVLY

SOPO

Koa mohawke

Process

TRIGGER

Amstrd.

Process

Progenol

Dito

ნათია სართანი

Nuka Gabunia

Kuji Tabaghua

ლაშა ნათენაძე

Sophie Villy

9Rhyme

ANTICS,HEYS

Anman

ანიჩკა სიხარულიძე

David Delgma

Band E Roll

მარიამ კუბანსკი

ხუტა სალია

ლევან სიდიანი

ზუკა სიმონიშვილი

Tetso 

თამთა მანძულაშვილი

პელარგონია

ბარბარე გრიშაშვილი

თორნიკე ჯაფიაშვილი

მირანდა ნამიჭეიშვილი

ზურაბ კოსტავა

RTNH

გიგი კობერიძე

ბექა ჩხარტიშვილი

სია განახლებადია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიზა ბათიაშვილმა პარიზის ფილარმონიაში გამართულ კონცერტზე ბისი ქართველ ხალხს მიუძღვნა

შემდეგი სტატია

Tamada საქართველოში მიმდინარე პროტესტს ახალი ტრეკით ეხმიანება

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი