ლანა დელ რეიმ ჯეკ ანტონოფს „საუკეთესო პარტნიორის“ პოვნის შთაგონებისთვის მადლობა გადაუხადა

„ის არის მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიცადე ამდენ ხანს ქორწინებამდე,” – აღნიშნა ლანა დელ რეიმ თავისი პროდიუსერისა და მეგობრის შესახებ საუბრისას.
ლანა დელ რეი
Gilbert Flores

Variety Hitmakers-ის ცერემონიაზე 39 წლის პოპ-ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ის  კეჯ ანტონოფს უხდის მადლობას შთაგონებისთვის, რაც დაეხმარა ჯერემი დუფრენის პოვნასა და მასზე დაქორწინებაში. 

ეს სიტყვები ვარსკვლავმა მაშინ წარმოთქვა, როცა, ცერემონიის მსვლელობისას, ანტონოფს ათწლეულის პროდიუსერის ჯილდოს გადასცემდა. „ყველაზე მეტად მადლობას ვუხდი იმ მაგალითისთვის, რომელიც მან მარგარეტთან თავისი ქორწინებით მომცა,“ – განუცხადა დელ რეიმ ლოს-ანჯელესში შეკრებილ აუდიტორიას.  

„დავინახე, შეხვედრისას როგორ უყურებდა მას. ამან დიდწილად განაპირობა ის, რომ ქორწინებამდე დიდხანს დავიცადე და საბოლოოდ ჩემს საოცარ მეუღლეს შევხვდი,“ – განაგრძო დელ რეიმ სცენაზე გამოსვლისას. „ვგრძნობ, რომ მომღერლებისთვის არსებობს ‘წყევლა’ –  რთულია იპოვო პატიოსანი პარტნიორი, რომელიც სრულიად გულწრფელია და არაფრის მიღწევა არ უნდა შენს ხარჯზე.“  

გრემის ნომინანტმა ლანა დელ რეიმ ასევე აღნიშნა, რომ რთულია ადამიანმა შეინარჩუნოს სამართლიანი წარმოდგენები და მიდგომები იმ ინდუსტრიაში, სადაც მისი ღირებულებები ან მორალი ხშირად არ ემთხვევა გარემოს. 

ლანა დელ რეიმ და ჯერემი დუფრენმა, რომელიც ალიგატორის ტურის გიდად მუშაობს, ერთმანეთი 2019 წელს გაიცნეს, როდესაც მომღერალმა ე.წ. ჭაობის ტურში მიიღო მონაწილეობა. წყვილი ერთმანეთს ხუთი თვის განმავლობაში ხვდებოდა. სექტემბრის ბოლოს ლანა დელ რეი და დუფრენი ლუიზიანაში დაქორწინდნენ.  

ამჟამად დელ რეი ახალი სტუდიური ალბომის, The Right Person Will Stay-ს გამოსაშვებად ემზადება. ალბომზე სწორედ ანტონოფმა იმუშავა. ჩანაწერი მაისში, 2025 წელს გამოვა. მოსალოდნელია,  რომ მასში ვარსკვლავი უფრო მეტად შეიტანს ქანთრის ჟანრის ჟღერადობას. ლანა დელ რეიმ ეს პირველად 2024 წლის გრემის დაჯილდოების წინ, Billboard x NMPA Songwriter Awards-ზე გაამხილა.  

იხილეთ ლანა დელ რეის გამოსვლა Variety Hitmakers-ის ცერემონიაზე, ანტონოფისთვის ჯილდოს გადაცემის დროს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნუცა ბუზალაძე, ფოტო: ვახტანგ ალანია

ნუცა ბუზალაძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტის მუსიკალური და კულტურული გავლენის შესახებ წიგნი გამოიცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი