ბილი აილიში კვლავ შიშობს, რომ ახალ მუსიკას ვერ შექმნის

მომღერალმა CBS Mornings-თან აღნიშნა, რომ შემოქმედებითი პროცესი არასდროს მარტივდება.
ბილი აილიში
Courtesy Photo

მიუხედავად ორი ოსკარის, ცხრა გრემის ჯილდოსა და მსოფლიოში ჩატარებული მასშტაბური კონცერტებისა, ბილი აილიში მაინც ღელავს იმაზე, შეძლებს, თუ არა კიდევ სიმღერების წერას.  

CBS Mornings-ის ჟურნალისტი ენტონი მეისონი ბილი აილიშს მისი ტურნეს ფარგლებში ჩიკაგოში, United Center-ში შეხვდა. მუსიკოსმა ინტერვიუში ისაუბრა შემოქმედებით კრიზისზე, რომლის წინაშე ის და ფინეასი გასულ წელს აღმოჩნდნენ. აილიშმა ჟურნალისტთან განიხილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის გრემის კიდევ ერთი ჯილდოს მიღება. მომღერალი 2025  წლის გრემის დაჯილდოებაზე შვიდ ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის წლის ჩანაწერისა და სიმღერისთვის (Birds of a Feather), ასევე წლის ალბომისთვის (Hit Me Hard and Soft).  

აილიშმა აღნიშნა, რომ ხმის ჩამწერი აკადემიისაგან მიღებული მუდმივი აღიარება სამყაროში ყველაზე დაუჯერებელი რამ არის, რაც მას აკვირვებს, აღაფრთოვანებს და ამავდროულად ეს დიდი პატივიც არის.  

აილიშმა გაამხილა, რომ მესამე ალბომის ჩაწერის პროცესი საკმაოდ რთული იყო. 22 წლის მომღერლის თქმით, ერთ მომენტში ის და ფინეასი “გაიჭედნენ”. არტისტი ამბობს, რომ ეს ისეთი შეგრძნებაა, რომელსაც ვერასდროს შეეჩვევა. „როცა ეს  ხდება, ფიქრობ: რა ჯანდაბაა?! ვეღარაფერს შევქმნი,” – ამბობს ინტერვიუში აილიში. ბილი აილიში და ფინეასი იხსენებენ, რომ ხანგრძლივი შემოქმედებითი კრიზისის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, როცა  2023 წლის 25 მაისს სიმღერა Wildflower-ის საწყის იდეას მიაგნეს.  

აილიშმა, რომელიც, მისივე სიტყვებით, ადრე თავს „მომღერლად“ არ მიიჩნევდა, ვოკალურ გაკვეთილებზე სიარული დაიწყო. „თუ გოგო ხარ და ერთხელ რამეში მარცხი განიცადე, მაშინ ყველა ბიჭი ფიქრობს, რომ ამაში სამუდამოდ ცუდი იქნები,“ – ამბობს აილიში, რომელიც ბავშვობაში სპორტულ აქტივობებში საკუთარ ჩართულობას იხსენებს. 

მომღერალმა ჟურნალისტს მოძრავი ხმის ჩამწერი სტუდია უჩვენა, რომელსაც ყველა კონცერტის შემდეგ აწყობს. ბილიმ განმარტა, რომ კონცერტების შემდეგ მეგობრებთან ერთად ჯემ-სესიებს აწყობს. მომღერალმა ინტერვიუერს სიმღერების ჩაწერის პროცესის რამდენიმე წამიანი ფრაგმენტიც მოასმენინა. ერთი მხოლოდ მის ვოკალსა და პიანინოს პარტიას მოიცავდა, ხოლო მეორე – მხოლოდ ვოკალს. 

იხილეთ ბილი აილიშის ინტერვიუ CBS Mornings-ის ეთერში:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რობერტ სმიტი 2023 წლის 17 სექტემბერს, Riot Fest-ზე. ფოტო: Jason Squires/FilmMagic.

Songs of a Lost World-ის წარმატების შემდეგ ჯგუფი The Cure ორ ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

ამსტერდამის ცეკვის ღონისძიების ფონდი 2024 წლის ყველაზე პოპულარულ 100 ტრეკს ასახელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი