Tyler, The Creator-მა პოდკასტის წამყვანები გააკრიტიკა

ახლახან რეპერმა და პროდიუსერმა Billboard-ის ახალი ნომრის ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.
Tyler, The Creator
Luis Perez

Tyler, The Creator ის არტისტია, რომელიც არასდროს ერიდება საკუთარი აზრის ღიად გამოხატვას. ახლახან რეპერმა და პროდიუსერმა Billboard-ს ახალი ნომრისათვის ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ჟურნალისტ რემბერტ ბრაუნთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის პოდკასტის წამყვანებზეც. ტაილერი, როგორც ერთ-ერთი გავლენიანი არტისტი, რომელიც სოციალურ ქსელებთან ერთად გაიზარდა, აქტიურად ურთიერთობს თაყვანისმცემლებთან ინტერნეტის მეშვეობით, თუმცა მიაჩნია, რომ ციფრულ სივრცეში ხანდახან ადამიანები, მათ შორის პოდკასტის წამყვანები, ზედმეტად ჩქარობენ აზრის გამოთქმას ისე, რომ სათანადო არგუმენტები არ აქვთ. 

შემდეგ კი ტაილერმა კიდევ უფრო მეტად გააკრიტიკა პოდკასტის წამყვანები და ხუმრობით აღნიშნა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მათ მიკროფონებს ჩამოართმევდა: „პრეზიდენტი რომ ვიყო, პირველ რიგში ყველას ჩამოვართმევდი პოდკასტის მიკროფონებს,“ – ამბობს ტაილერი.  

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტაილერი თანამედროვე რეპ-მედიის ლანდშაფტის მიმართ კრიტიკულია. 2023 წელს ჟურნალისტ ნარდუვართან ინტერვიუში მან თქვა: „იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მუსიკოსი, რომელსაც მუსიკის გამო ვიცნობთ და რომელიმე პლატფორმაზე სწორედ მუსიკის შესახებ საუბრობს დეტალურად, ხალხისგან პასუხად იღებს – რატომ აკეთებ ისევ ამას?! მაგრამ, რომ ვიჯდე და ვიღაცაზე ვჭორაობდე, ვლაპარაკობდე კონფლიქტებზე და მსგავს თემებზე, ხალხი ინტერესით მოისმენდა. არა, ისევ მუსიკაზე უნდა ვისაუბროთ. … ისაუბრეთ თქვენს ალბომზე, ისაუბრეთ თქვენს მუსიკაზე.“  

წაიკითხეთ Tyler, The Creator-ის შესახებ სრული სტატია, რომელიც Billboard-ის ახალი გამოცემის მთავარი თემაა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი კონსერვატორიის დაკავებული სტუდენტის გათავისუფლებას მოითხოვს

შემდეგი სტატია

სელენა გომესი და ბენი ბლანკო Nya Studios-ში 2024 წლის 24 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნია.

სელენა გომესი მუსიკის პროდიუსერ ბენი ბლანკოზე დაინიშნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი