„მჯერა” – Sophie Villy-ს მუსიკალური მანიფესტი საქართველოში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერად

„დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა ვერ იცხოვრებს დიქტატურასა და მონობაში – ეს გამორიცხულია. ამიტომ, ვაგრძელებთ ჩვენი სიმართლით ბრძოლას,” – ამბობს არტისტი Billboard Georgia-სთან საუბრისას.
Sophie Villy
ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

Sophie Villy საქართველოში მიმდინარე პროტესტს ახალი მუსიკალური ნამუშევრით ეხმიანება. „მჯერა” – ასე ჰქვია ახალ სიმღერას, რომელიც არტისტმა 13 დეკემბერს გამოაქვეყნა. 

Sophie Villy ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. სიმღერის შექმნის იდეაზე, სამუშაო პროცესსა და მიმდინარე მოვლენებზე მუსიკოსმა Billboard Georgia-სთან ისაუბრა. 

„ეს ორი კვირა ფაქტობრივად არ მიძინია. ვაღამებ და ვათენებ ტელეფონში, ვუყურებ ლაივებს და ჩემი მეგობრების გაზიარებულ ფაქტებს მიმდინარე მოვლენების შესახებ. არც კი ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო და რა შეიძლება ამ ყველაფერს დავარქვა,” – ამბობს არტისტი. 

Sophie Villy-ს თქმით, მიუხედავად რთული ვითარებისა, ხედავს, რომ ამ ორ კვირაში ახალი საქართველო დაიბადა, რაც მას ოპტიმისტურად განაწყობს და სწორედ ამას ეძღვნება ახალი ნამუშევარიც. 

Sophie Villy: 

„ეს არის ნამდვილი, უბოროტო, ერთმანეთზე მზრუნველი საქართველო – საქართველო, რომელიც არ ნებდება. შეუძლებელია, ამხელა მუხტი და ენერგია სადმე გაქრეს და დაიკარგოს. ჩვენი შვილებისთვის ბევრად უკეთესი, თავისუფალი, საბჭოური ლეშისგან დაცლილი, ადამიანური ღირებულებების მატარებელი ქვეყანა გვსურს. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა ვერ იცხოვრებს დიქტატურასა და მონობაში – ეს გამორიცხულია. ამიტომ, ვაგრძელებთ ჩვენი სიმართლით ბრძოლას. მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დღეს ამხელა უსამართლობის, სისასტიკის, დაშინებისა და ძალადობის მიუხედავად ქუჩაშია და თავის ჯანმრთელობას ამხელა რისკის ქვეშ აყენებს. მხოლოდ სამშობლოსა და შენი ხალხის სიყვარულს შეუძლია მოგცეს ეს საოცარი ძალა და მოტივაცია – შენი შვილების აწმყოსა და მომავალზე ზრუნვას.”

Sophie Villy დაკავებულ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს: „თავისუფლება რეჟიმის თითოეულ ტყვეს და პატიმარს! წარმოუდგენელი და დაუშვებელია ამ ბავშვების ციხეში ჯდომა! სრულიად დაუშვებელია მოძალადე, მკვლელი ჯალათები ქუჩებში დათარეშობდნენ და გენიოსები ციხეში ისხდნენ.”

რაც შეეხება გამოქვეყნებულ ნამუშევარს, არტისტის თქმით, ის რამდენიმე დღის წინ, სულ რაღაც 10 წუთში დაიწერა. 

Sophie Villy: 

„მაშინ, როცა ჩემ შვილს ბაღში ვაკითხავდი, არც მიფიქრია, უცბად ჩამესმა მელოდია და იმ წამსვე ჩავწერე. რადგანაც ახლა ასე შორს ვარ და ყველაზე მეტად მინდა დღეს ჩემი ხალხის გვერდით ფიზიკურად დგომა, მხარდაჭერა ჩემდაუნებურად ამ ფორმით გამოვხატე. ერთგვარი სითბო, ნუგეში და ჩახუტება მინდა გავუზიარო ჩემს თანამოქალაქეებს, სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანებს. „განვეშორე შიშს, მწამს თავისუფლების” – ეს ფრაზა ალბათ ერთ-ერთი მთავარია ამ მანიფესტში. როცა ამდენ საოცარ ადამიანს ხედავ შენ ზურგს უკან, შიში ქრება. ყველაფერი ცხადი და ნათელი ხდება.” 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

საქართველოში არსებული ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები რეპრესიების წინააღმდეგ ერთიანდებიან და სოლიდარობის მსვლელობას მართავენ

შემდეგი სტატია

2024 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის დაბრუნება – ჰოზიერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი