პრინცისა და კაილი მინოუგის 1992 წლის კოლაბორაციამ ინტერნეტში გაჟონა

სიმღერა თავდაპირველად პრინცმა Diamonds and Pearls-ის ტურნეს დროს ჩაწერა, თუმცა მინოუგის ლეიბლმა ავსტრალიელი მომღერლის მონაწილეობით მის გამოცემაზე უარი თქვა.
პრინცი 2009 წელს
BERTRAND GUAY/AFP via Getty Images

32 წლის შემდეგ კაილი მინოუგისა და პრინცის თანამშრომლობით შექმნილმა სიმღერამ ინტერნეტში გაჟონა. კომპოზიცია, სახელწოდებით Baby Doll, 1992 წლის გაზაფხულზე, პრინცის Diamonds and Pearls-ის ავსტრალიური ტურნეს დროს დაიწერა. ხოლო პრინცისა და ავსტრალიელი მომღერლის შეხვედრა, გავრცელებული ინფორმაციით, იმავე წლის ივნისში ლონდონში შედგა.

„ჩვენ უბრალოდ ვერთობოდით,” – იხსენებდა მინოუგი 2020 წელს. „არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, მაგრამ უბრალოდ დროს ვატარებდით და მან ერთგვარ წნეხში მომაქცია. მითხრა: აბა, სად არის შენი ტექსტი?”

შემდეგ კი პრინცმა მინოუგის სახლში კასეტა გაგზავნა, რომელზეც მათი თანამშრომლობის შედეგი იყო ჩაწერილი.  „ხელში მეჭირა კასეტა სიმღერით Baby Doll, რომელსაც პრინცი ასრულებდა და რომელშიც მეც ჩართული ვიყავი. თუმცა სულ ეს იყო, ჩვენ სიმღერა არ ჩაგვიწერია.”

საბოლოოდ სიმღერა ოფიციალურ ჩანაწერად ვერ იქცა, რადგან მინოუგის ლეიბლმა მასში ავსტრალიელი მომღერლის მონაწილეობის იდეაზე უარი თქვა. 

ვერსია, რომელმაც ინტერნეტში გაჟონა, სწორედ მინოუგის ტექსტითაა, რომლის ავტორობაც მან 2018 წელს დაადასტურა. 

ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ Baby Doll ერთ-ერთი სიმღერაა, რომლის გამოცემაც 2022 წელს პროექტში Diamond and Love იგეგმებოდა. ჩანაწერს უნდა მოეცვა პრინცის გამოუცემელი მასალები 1991 წლის Diamonds and Pearls-ის და 1992 წლის Love Symbol-ის სესიებიდან. პროექტი 2023 წელს გამოვიდა, თუმცა მასში მხოლოდ 1991 წელს გაკეთებული ჩანაწერები შევიდა, შესაბამისად, სიმღერამ Baby Doll ისევ ვერ იხილა დღის სინათლე.

The Sun-ის წყაროს თანახმად, „კაილი ისეთივე გაოცებულია, როგორც ყველა, იმით, თუ საიდან მოვიდა ეს სიმღერა.”

„თავდაპირველად ის კაილისთან კასეტის სახით მოხვდა 90-იან წლებში, ხოლო მას შემდეგ, რაც 2016 წელს პრინცი გარდაიცვალა, სიმღერა მისი მემკვიდრეობის საკუთრება იყო,” – ამბობს წყარო. „ნებისმიერი ტიპის გაჟონვა უსიამოვნოა, თუმცა ფანებისთვის კარგია, რომ, როგორც იქნა, მოისმინეს, თუ როგორ ჟღერს ეს მისტიკური სიმღერა. ღმერთმა იცის, რომ ისინი ამას დიდხანს ელოდნენ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

GloRilla 2024 წლის MTV-ის დაჯილდოებაზე, 11 სექტემბერი, ნიუ იორკი. დიმიტრიოს კამბურისი /Getty Images

„Billboard Unfiltered“ ყველაზე პოპულარული ქალი რეპერების სიას განიხილავს. გაეცანით 2025 წლის მუსიკალურ პროგნოზებს

შემდეგი სტატია

„გამოიხედე” – Melqo საქართველოში მიმდინარე პროტესტს ახალი მუსიკალური ნამუშევრით ეხმაურება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი