პროდიუსერი ჯეი დევიდ საკსი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

საკსი 13 გრემის მფლობელია.
ჯეი დევიდ საკსი
Paul Hawthorne/Getty Images

ჩანაწერის პროდიუსერმა ჯეი დევიდ საკსმა, რომელიც გასულ თვეში გარდაიცვალა, მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა როგორც კლასიკური მუსიკის, ასევე ბროდვეის უნიკალური ჩანაწერებით. თუმცა ყველაფერი „ერთჰიტიანი” ჯგუფის წევრობით დაიწყო, რომელიც Hot 100-ის ტოპ 40-ში მოხვდა.

საკსი 16 ნოემბერს პარკინსონთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემის შედეგად გარდაიცვალა. პროდიუსერი 79 წლის იყო. 

1983-2014 წლებში საკსს მიღებული აქვს 13 გრემი, მათ შორის რვა – კლასიკური მუსიკისთვის, ხოლო ხუთი – ბროდვეის მიუზიკლების ალბომებისთვის. 

მას ოთხჯერ აქვს მოგებული ოპერის საუკეთესო ჩანაწერის ნომინაცია, ხოლო ხუთჯერ – საუკეთესო მუსიკალური შოუს ალბომის კატეგორია. ასევე მიღებული აქვს ემის ორი ჯილდო.

ყველაფერი კი 1960-იან წლებში დაიწყო, როცა საკსი ბასგიტარაზე უკრავდა ჯგუფში The Balloon Farm, რომლის ერთადერთი ჰიტიც A Question of Temperature Billboard Hot 100-ის ტოპ 40-ში მოხვდა. საკსი არ არის ჯგუფის ერთადერთი წევრი, რომელმაც მუსიკალური ინდუსტრიაში წარმატებას მიაღწია: მისი თანაგუნდელი მაიკ აპელი 1972-75 წლებში ბრიუს სპრინგსტინის მენეჯერი და მისი პირველი სამი ალბომის თანაპროდიუსერი იყო.

საკსი ჯულიარდის სკოლაში სწავლობდა, 1970 წელს კი მანესის მუსიკის კოლეჯი დაამთავრა. როგორც აუდიო პროდიუსერი, ის თანამშრომლობდა CBS-თან, RCA Records-სა და Sony-სთან. 1980-იანებიდან კი მუშაობა მეტროპოლიტენ ოპერაში დაიწყო, სადაც ჩაწერა და გამოსცა 1600-ზე მეტი ტელე- და რადიოწარმოდგენა.

1977-2018 წლებში საკსი 53-ჯერ იყო წარდგენილი გრემიზე. 30 სხვადასხვა წელიწადს მას მინიმუმ გრემის ერთი ნომინაცია აქვს მიღებული. 10-ჯერ იყო წარდგენილი წლის კლასიკური პროდიუსერის კატეგორიაში, თუმცა ეს ტიტული მას არასდროს მოუგია. 

საკსი ასევე იყო მოყვარული მორბენალი და გარბენილი აქვს ნიუ-იორკის ერთ-ერთი პირველი მარათონები. 

მას დარჩა მეუღლე, ორი ვაჟი და სამი შვილიშვილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

აბდულ მაჯიდ აბდულა – არტისტი, რომელიც ათწლეულებია, არაბულ მუსიკას განსაზღვრავს

შემდეგი სტატია

ემინემი 50 Cent-თან ერთობლივ ალბომზე სამუშაოდ მზად არის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი