სელენა გომესი პალმ სპრინგში გამართულ ღონისძიებებზე კონტრასტული იმიჯით წარდგა

გომესმა 2025 წლის პალმ სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ემილია პერესის“ მსახიობებთან და ფილმის რეჟისორთან ერთად Vanguard Award-ის ჯილდო მიიღო.
სელენა გომესი
Matt Winkelmeyer/Getty Images for Palm Springs International Film Society

სელენა გომესი პრესის ფოტოგრაფებმა იანვარში ორი წითელი ხალიჩის ღონისძიებაზე დააფიქსირეს. ორივე პალმ სპრინგსში, კალიფორნიაში იმართებოდა. ვარსკვლავი პრესის წინაშე კონტრასტული გარეგნობებით წარდგა.

გომესი 2025 წლის პალმ სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოებას ესწრებოდა, სადაც მას „ემილია პერესის“ მსახიობებთან და ფილმის რეჟისორთან, ჟაკ ოდიართან ერთად გადასცეს ჯილდო – Vanguard Award. 

გომესი პარასკევს საღამოს პალმ სპრინგსის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე Ralph Lauren-ის მონოქრომული კოსტიუმით გამოჩნდა, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიქმნა. მეორე დღეს, შაბათს, ის Variety-ის მიერ ორგანიზებულ მიღებას ესწრებოდა. ამ ღონისძიებაზე ვარსკვლავი Oscar de la Renta-ს  მინი-კაბით გამოჩნდა. კაბა დიზაინერის 2025 წლის პრე-შემოდგომის კოლექციიდან იყო.

Variety-ის მიერ ორგანიზებული ბრანჩი გამოცემის 10 რჩეული რეჟისორისა და შემოქმედებითი გავლენის ჯილდოს პატივსაცემად გაიმართა. „ემილია პერესის“ რეჟისორი ჟაკ ოდიარი სწორედ შემოქმედებითი გავლენის ჯილდოს მფლობელი გახდა.

„თქვენი ფილმები მხოლოდ გასართობი არ არის, ისინი გამოცდილებაა. „ემილია პერესი” სიყვარულის, დანაკარგისა და ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ღრმა და შთამბეჭდავი კვლევაა. ნამდვილად დიდი პატივია, ამგვარად აღვნიშნოთ თქვენი საოცარი ნიჭი,” – მიმართა გომესმა ჟაკ ოდიარს.

გომესი, რომელიც პროდიუსერ ბენი ბლანკოზეა დანიშნული, ფოტოგრაფებთან პოზირების დროს თავის ალმასის ნიშნობის ბეჭედს ატარებდა.

იხილეთ სელენა გომესი წითელ ხალიჩებზე  პალმ სპრინგსის კინოფესტივალიდან და Variety-ის ღონისძიებიდან: 

სელენა გომესი პალმ სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფოტო: Frazer Harrison/Getty Images for Palm Springs International Film Society
სელენა გომესი Variety-ს მიერ გამართულ მიღებაზე. ფოტო: Kevin Winter/Getty Images

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლიზი გოზალიშვილი CHAOS ფოტო: სანდრა შტაინი

ლიზი გოზალიშვილის პირველი სინგლი CHAOS 7 თებერვალს გამოვა

შემდეგი სტატია

El Mal ფილმიდან „ემილია პერესი” 2025 წლის ოქროს გლობუსის საუკეთესო ორიგინალური სიმღერა გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი