საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზენდეია და ტომ ჰოლანდი დაინიშნნენ

გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, რომ Dune-ის ვარსკვლავი 2025 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე დიდი ბრილიანტის ბეჭდით გამოჩნდა.
ტომ ჰოლანდი და ზენდეია Spider-Man: No Way Home-ის პრემიერაზე. ლოს-ანჯელესი, 2021 წლის 13 დეკემბერი.
Emma McIntyre/GI

დადასტურდა, რომ Spider-Man-ის ვარსკვლავები ზენდეია და ტომ ჰოლანდი დანიშნულები არიან. ჟურნალმა People-მა დაადასტურა, რომ 28 წლის მსახიობები ოჯახის შექმნისათვის ემზადებიან. წყაროზე დაყრდნობით მედია იუწყება, რომ ტომ ჰოლანდმა ზენდეიას ხელი სადღესასწაულო პერიოდში, ოჯახის გარემოცვაში სთხოვა. ეს ახალი ამბავი პირველად TMZ-მ გაავრცელა.

ზენდეიას და ტომ ჰოლანდის ნიშნობის შესახებ ჭორები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, რომ Dune-ის ვარსკვლავი 2025 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე დიდი ბრილიანტის ბეჭდით გამოჩნდა. როგორც პრესამ აღნიშნა, ბეჭედი სავარაუდოდ Jessica McCormack-ის 5.02-კარატიანი ბრილიანტის ნაკეთობა იყო.

თავიანთი ურთიერთობის შესახებ პრესასთან ჰოლანდი და ზენდეია კომენტარებს ყოველთვის ერიდებოდნენ. ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბერში ზენდეიამ ნიშნობის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო. ამ შემთხვევაშიც ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მსახიობის თითზე დიდი ბეჭედი შენიშნეს.

ზენდეიასა და ტომ ჰოლანდის ურთიერთობის შესახებ მედიამ 2021 წლის ივლისში აუწყა მკითხველს. ინტერნეტში გავრცელდა ფოტოებიც, რომლებშიც მანქანაში მსხდომი ვარსკვლავები ერთმანეთს კოცნიდნენ.  წყვილმა ურთიერთობა იმავე წელს Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოთი დაადასტურა. 

წყვილი ერთმანეთს ოთხი წლის განმავლობაში ხვდებოდა. ჰოლანდმა ცოტა ხნის წინ ჟურნალ Men’s Health-თან საუბარში ახსნა, თუ რატომ არ ხედავენ წყვილს ხშირად ერთად წითელ ხალიჩაზე. „ეს ჩემი მომენტი არ არის, ეს მისი მომენტია და თუ ერთად მივალთ, ეს ყველაფერი უკვე ჩვენ შესახებ იქნება,“ – აღნიშნა ჰოლანდმა ჟურნალთან ინტერვიუში. 

ჰოლანდს და ზენდეიას ნიშნობის შესახებ ინფორმაცია თავად ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. Billboard-მა ორივე მსახიობის წარმომადგენელს კომენტარისთვის მიმართა. აღსანიშნავია, რომ ზენდეიას და ტომ ჰოლანდს მაყურებელი უახლოეს მომავალში კვლავაც სამსახიობო პარტნიორების ამპლუაში იხილავს. ისინი ეკრანზე მეტ დეიმონთან ერთად გამოჩნდებიან რეჟისორ ქრისტოფერ ნოლანის ეპიკური პოემის – The Odyssey-ის ადაპტაციაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რუსთავში საპროტესტო მუსიკალური ღონისძიება გაიმართება

შემდეგი სტატია

Post Malone - 2024 წლის 7 ივნისს, ნიუ იორკში. ფოტო: ნინა ვესტერველტი

Post Malone-მა ჰიუსტონის ბარში მომუშავე მარტოხელა დედას 20, 000 დოლარი გადასცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი