იგი პოპი Tyler, the Creator-ს “ნამდვილ ძველი სკოლის ტალანტს” უწოდებს

მუსიკოსებმა ერთად 2020 წლის „გუჩის” კამპანიაზე იმუშავეს.
Tyler, the Creator
NOID

მას შემდეგ, რაც კიდევ ერთი წარმატებული წელი დახურა ალბომით Chromakopia, Tyler, the Creator-მა ახალი წელი დადებითი შეფასებებით დაიწყო – ამჯერად პროტოპანკის ვეტერან იგი პოპისგან. 

77 წლის პოპმა ტაილერი საკუთარ რადიოშოუში შეაქო და „გუჩის” კამპანიის ფარგლებში A$AP Rocky-სთან ერთად მათი თანამშრომლობა გაიხსენა. 

„მე ყოველთვის მომწონდა ტაილერი,” – თქვა პოპმა. „ერთხელ ერთი დღე ვითანამშრომლე მასთან და ის არის ადამიანი, რომელიც ყურადღების მისაპყრობად ყველაფერს აკეთებს. ის არის ჭეშმარიტი ტალანტი – ნამდვილი ძველი სკოლის ტალანტი თანამედროვე მიდგომებით.”

მუსიკოსების თანამშრომლობა 2020 წლის თებერვალში შედგა, როცა „გუჩიმ” ტაილერი, იგი პოპი და A$AP Rocky გაერთიანა მამაკაცის ხაზის კოლექციის წარსადგენად, რომელიც არქეტიპული როკვარსკვლავისადმი მიძღვნილ ერთგვარ ოდას წარმოადგენდა.

„მამაკაცის ელეგანტურობა შესაძლოა არაპროგნოზირებადი და უცნაური იყოს,” – ამბობდა „გუჩის” კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე „ფორბსთან” საუბარში. „შედეგი არის ჯგუფური კამპანია სამი მამაკაცის მონაწილეობით, რომლებმაც, მჯერა, რომ ასევე კარგი დრო გაატარეს. შესანიშნავი იყო მათი ერთად ნახვა – ერთმანეთისგან განსხვავებულების, მაგრამ ამავდროულად ძალიან მსგავსის.”

იგი პოპის მიერ ტაილერის შეფასება, როგორც „ნამდვილი ძველი სკოლის ტალანტი თანამედროვე მიდგომებით”, დროულია ახალგაზრდა მუსიკოსის ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატების შემდეგ, რომელიც მას წლის ბოლოს გამოცემულმა ალბომმა Chromakopia-მ მოუტანა.

ტაილერის რიგით მერვე ალბომი მისი მიყოლებით მესამე ჩანაწერი გახდა, რომელმაც Billboard 200-ის ლიდერობა მოიპოვა. ალბომის გამხსნელი სიმღერა St. Chroma კი მუსიკოსის პირველი ჰიტი გახდა, რომელმაც „ბილბორდის” სტრიმინგ სიმღერების ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლედი გაგასა და ბრუნო მარსის დუეტი Billboard Hot 100-ის ლიდერია

შემდეგი სტატია

„მუსიკოსები მუსიკოსებისთვის” – „ეარი” საქველმოქმედო კონცერტების სერიას იწყებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი