„მუსიკოსები მუსიკოსებისთვის” – „ეარი” საქველმოქმედო კონცერტების სერიას იწყებს

Billboard
8 January, 2025

ღონისძიებების სერიას 18 იანვარს აინე მერმე გახსნის.

„მუსიკოსები მუსიკოსებისთვის” – ასე ჰქვია საქველმოქმედო მუსიკალური საღამოების სერიას, რომელიც 18 იანვრიდან „ეარის” სივრცეში გაიმართება. უკვე ცნობილია პირველი ღონისძიების სტუმარი – მუსიკოსი და მწერალი აინე მერმე. ინიციატივის მიზანია, შემოსული თანხით დაეხმაროს იმ მუსიკოსებს, რომლებიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ეარი” სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„ყოველთვის, როცა საზოგადოების რომელიმე ნაწილს დახმარება სჭირდება, მუსიკოსები უანგაროდ ერთვებიან ამ საქმეში, უკრავენ საქველმოქმედო კონცერტებზე, ავრცელებენ ინფორმაციას და აქტიურად მონაწილეობენ პროცესებში. ახლა ის დროა, როცა მიმდინარე მოვლენების ფონზე, მრავალი ფაქტორის გამო, მათაც სჭირდებათ დახმარება. ამიტომ ვიწყებთ ლაივ საღამოების სერიას „მუსიკოსები მუსიკოსებისთვის“.  შემოსული თანხით გვერდში დავუდგებით როგორც მუსიკოსებს, ისე ბოლო დროს დაზარალებულებს. ერთად ყველაფერს შევძლებთ!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სივრცის სიმცირის გამო, მუსიკალურ საღამოზე დასასწრები ბილეთები შეზღუდულია. ღონისძიებაზე დასწრების მსურველები „ეარს” პირადად, სოციალური მედიის არხებით უნდა დაუკავშირდნენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

იგი პოპი Tyler, the Creator-ს “ნამდვილ ძველი სკოლის ტალანტს” უწოდებს

შემდეგი სტატია

შერი და სონი ბონო 1970 წელი. ფოტო: მარტინ მილსი

შერი ჯიმი კიმელის შოუში სონი ბონოზე ღიად საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი