მენდი მური აზიარებს ფოტოებს, რომლებზეც ხანძრისგან დაზიანებული მისი საცხოვრებელი ჩანს

„ამ ადგილის ყველა მაცხოვრებელი ჩემთვის ძვირფასია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ. მადლობა ყველას, ვინც მოგვიკითხა და დახმარება შემოგვთავაზა. ალტადენა ძლიერია,“ – ვკითხულობთ ვარსკვლავის პოსტში.
მენდი მური Las Culturistas Culture Awards-ზე. ნიუ-იორკი, 2024 წელი.
John Nacion/Getty Images

მენდი მური იმ ათასობით ადამიანთა შორისაა, ვინც ლოს-ანჯელესში გაჩენილი გამანადგურებელუ ხანძრისგან დაზარალდა. ვარსკვლავმა ინსტაგრამზე ვიდეოები და ფოტოები გააზიარა, რომლებიც მიყენებულ ზარალს ასახავს.

„მიყვარხარ, ალტადენა! მადლიერი ვარ, რომ ჩემი ოჯახის წევრები და შინაური ცხოველები დროულად გავიყვანეთ გუშინ ღამით, სანამ ძალიან გვიანი იქნებოდა. დიდი მადლობა მეგობრებს, რომლებმაც ტანსაცმელი და პლედები მოგვიტანეს,“ – დაწერა მურმა 9 იანვარს და დაურთო ვიდეოები, რომლებშიც კვამლსა და ცეცხლში გახვეული სამეზობლო დასახლება ჩანს. „თავზარდაცემული ვარ იმის გამო, რაც ამდენმა ადამიანმა დაკარგა, მათ შორის ჩემმა ოჯახმა. ჩემი შვილების სკოლა აღარ არსებობს. ჩვენი საყვარელი რესტორნები განადგურებულია. ბევრმა მეგობარმა და ახლობელმა ყველაფერი დაკარგა. ჩვენ გარშემო მყოფები თავზარდაცემულები არიან, მაგრამ აქ ვიქნებით, რომ ყველაფერი ერთად აღვადგინოთ. სიყვარულს ვუგზავნი ყველა დაზარალებულს და იმ ადამიანებს, ვინც სიტუაციის კონტროლს ცდილობს.“

მურმა მეორე დღეს კიდევ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, ამჯერად საკუთარი უძრავი ქონების ამსახველი. „ჩვენ მოვახერხეთ ადგილამდე მისვლა, რათა დანაკარგი შეგვეფასებინა. გასაოცარია, მაგრამ ჩვენი სახლის ძირითადი ნაწილი ისევ დგას. საცხოვრებლად გამოუსადეგარია, მაგრამ უმეტესად მთლიანია. ვისაც ვიცნობ, ყველამ ყველაფერი დაკარგა. ჩვენი ქუჩის ყველა სახლი განადგურებულია,” – წერს მენდი მური. „გადარჩენის გამო უცნაური დანაშაულის გრძნობა მაქვს. ყველა აქ მაცხოვრებელი ჩემთვის ძვირფასია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ. მადლობა ყველას, ვინც მოგვიკითხა და დახმარება შემოგვთავაზა. ალტადენა ძლიერია,“ – ვკითხულობთ ვარსკვლავის პოსტში. 

იხილეღ მისი პოსტი აქ.

მენდი მურს შეუერთდა რამდენიმე ვარსკვლავი, რომლებმაც ასევე დაკარგეს სახლები ან მნიშვნელოვანი ზიანი მიიღეს, მათ შორის არიან ჯენე აიკო, პერის ჰილტონი, ანა ფარისი, ლეიტონ მისტერი, ადამ ბროდი და სხვები.

ლოს-ანჯელესში ამ კვირას რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. მათი გავრცელება და გაძლიერება ძლიერმა ქარებმა განაპირობა. ბუნებრივი კატასტროფის გამო 200,000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ქალაქის დასავლეთ ნაწილში, პალისადესის ხანძარმა 4,000-ზე მეტი ჰექტარი მოიცვა, ხოლო აღმოსავლეთით გაჩენილმა ხანძარმა ასევე სრულად გადაწვა იგივე ფართობის ტერიტორია. 8 იანვარს სახანძრო ბრიგადები ასევე ებრძოდნენ სანსეტის ხანძარს ჰოლივუდის მთების მიმდებარედ, სადაც ცეცხლმა ბუნებრივი საფარის დიდი ნაწილი გაანადგურა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მოუსმინეთ მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომ გამოსულ ახალ სიმღერას

შემდეგი სტატია

The White Stripes ალბომ Get Behind Me Satan-ის ოცი წლის იუბილეს ახალი გამოცემით აღნიშნავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი