მოუსმინეთ მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომ გამოსულ ახალ სიმღერას

5 Dollar Pony Rides მთავარი სინგლია მუსიკოსის მომავალი ალბომიდან Balloonerism.
მაკ მილერი Lollapalooza-ს ფესტივალზე 2018 წელს
Lollapalooza

მაკ მილერის მემკვიდრეობის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ მუსიკოსის ახალი სინგლი გააზიარა მისი მომავალი ალბომიდან Balloonerism.

5 Dollar Pony Rides მილერის ახლო მეგობრისა და თანამშრომლის, Thundercat-ის დახმარებით შეიქმნა, რომელიც სიმღერის პროდიუსერადაა მითითებული. 

2020 წელს ტვიტერზე ერთ-ერთმა ფანმა დაწერა: „წარმოიდგინეთ, რომ Thundercat-სა და მაკ მილერს მთელი ალბომი გაეკეთებინათ ერთად.” Thundercat-მა კი უპასუხა: „ის არსებობს.” შემდეგ კი აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, პროექტს არასდროს გამოსცემდა, მილერის პატივისცემის ნიშნად. „ყველაფერს ასე ვერ გამოიტან,” – თქვა მან. „მე და მაკი ბევრ სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდით.”

მილერის მემკვიდრეობამ ახლახან გამოაქვეყნა ალბომში შემავალი კომპოზიციების სიაც, რომელშიც ერთადერთ მოწვეულ სტუმრად SZA და თავად მილერის ალტერ ეგო –  Delusional Thomas არის დასახელებული. Balloonerism 17 იანვარს გამოვა.  

მაკ მილერი 2018 წელს, 26 წლის ასაკში, ნივთიერების ზედოზირებით გარდაიცვალა.

მოუსმინეთ სიმღერას 5 Dollar Pony Rides:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

არიანა გრანდე, ბილი აილიში და სხვა ვარსკვლავები ლოს-ანჯელესში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს ეხმიანებიან

შემდეგი სტატია

მენდი მური აზიარებს ფოტოებს, რომლებზეც ხანძრისგან დაზიანებული მისი საცხოვრებელი ჩანს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი