ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია – რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
ბობ დილანი 1974 წელს
Barry Feinstein

აშშ-ში ტიკტოკის პოტენციურ აკრძალვამდე რამდენიმე დღით ადრე ვეტერანმა მუსიკოსმა ბობ დილანმა აპლიკაციაში საკუთარი ანგარიში შექმნა. 

83 წლის დილანის დებიუტი ტიკტოკზე 14 იანვარს შედგა. მუსიკოსმა პოსტი გააზიარა, რომელიც გამომწერებს მოუწოდებს, „ახლა უკვე ტიკტოკზე აღმოაჩინონ ბობ დილანის სამყარო”. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც სიმღერების Like a Rolling Stone, Knockin’ on Heaven’s Door და Hurricane ფონზე გაერთიანებულია კადრები დილანის ხანგრძლივი კარიერიდან. 

@bobdylan Explore the world of Bob Dylan, now on TikTok. #bobdylan ♬ original sound – Bob Dylan

ფანების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ტიკტოკზე ლეგენდარული მუსიკოსის საკმაოდ დაგვიანებულმა გამოჩენამ – რამდენიმე დღით ადრე აპლიკაციის პოტენციურ აკრძალვამდე. 

„30 წუთი გაქვთ, მეფეო,” – დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა. „ბობ დილან, დაიცავი ტიკტოკი”; „ტიკტოკი ზეცის კარს უკაკუნებს,” – წერენ გულშემატკივრები. 

შეგახსენებთ, რომ ტიკტოკი აშშ-ში გარდაუვალი აკრძალვის წინაშე დგას, რადგან ამერიკის მთავრობა შეწუხებულია აპლიკაციის ჩინური მფლობელობით. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ტიკტოკის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance იძულებულია, გაყიდოს აპლიკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში 19 იანვრიდან ის აშშ-ში აიკრძალება. 

უცნობია, არის თუ არა დილანის ტიკტოკ დებიუტი მისი ბიოგრაფიული ფილმის პოპულარიზაციის ნაწილი, თუმცა ბოლო დროს მუსიკოსი აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას. ნოემბერში დილანმა ტვიტერზე პოსტი გააზიარა და საფრანგეთში  Nick Cave and the Bad Seeds-ის გამოსვლა შეაქო, რასაც თავად ნიკ კეივმა მადლიერებით უპასუხა. 

„აღტაცებული ვარ იმაზე ფიქრით, რომ დარბაზში ბობ დილანი იყო,” – დაწერა კეივმა. „და რადგანაც ვეჭვობ, რომ მისი პირადად ნახვის საშუალება მომეცემა, მადლობას აქ გადავუხდი. მადლობა, ბობ!”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მეთიუ მაკკონაჰი ზაკ ბრაიანის ახალ ფილმს აანონსებს

შემდეგი სტატია

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი