რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
დევიდ ლინჩი თავის სტუდიაში. 2002 წელი.
Chris Weeks/WireImage

სერიალ Twin Peaks-ის, ასევე ფილმების: Mulholland Drive-ისა და Blue Velvet-ის  შემქმნელი ცნობილი რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ლინჩის ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 იანვარს, Facebook-ის პოსტით გაავრცელა. „ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა დევიდ ლინჩი“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თან ახლავს ხელოვანის ფოტოს. „ამ მომენტში ჩვენთვის პირადი სივრცის დაცვა სასურველია. ახლა, როცა ის ჩვენთან აღარ არის, სამყაროში დიდი სიცარიელეა. მაგრამ, როგორც ის იტყოდა, „თვალი მუდამ დონატისკენ უნდა მიაპყრო და არა ხვრელისაკენ.“

რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა. იხილეთ პოსტი

ლინჩის გარდაიცვალა ხუთი თვის შემდეგ იმ შემთხვევიდან, როცა განაცხადა, რომ ემფიზემის დიაგნოზის შემდეგ COVID-19-ის ინფიცირების შიშით სახლიდან არ გადიოდა. ლინჩმა ასევე აღნიშნა, რომ  ფილმის გადაღებას აღარ გეგმავდა. 

ლინჩი 1946 წელს მონტანაში, მისულაში დაიბადა. წარსულში მხატვარი იყო და  პენსილვანიის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, სანამ ფილმების გადაღებაზე გადაერთვებოდა. მისი პირველი წარმატება 1977 წლის Eraserhead-ით დაიწყო. ლინჩის მრავალი გამორჩეული ფილმიდან აღსანიშნავია 2001 წლის Mulholland Drive, რომელშიც ჯასტინ ტეროუ, ნაომი უოტსი და ლორა ჰარინგი მონაწილეობდნენ. დევიდ ლინჩის ფილმოგრაფიიდან ასევე გამორჩეულია 1986 წლის Blue Velvet, რომელშიც კაილ მაკლაქლენი, იზაბელა როსელინი, დენის ჰოპერი და ლორა დერნი თამაშობენ.

სატელევიზიო ინდუსტრიაში ლინჩი ცნობილია, როგორც მისტიკური დრამის სერიალ Twin Peaks-ის შემოქმედი. მაყურებელმა 1990-1991 წლებში სერიალის ორი სეზონი იხილა, 2017 წელს კი Twin Peaks მესამე სეზონით დაბრუნდა. სერიალმა სამი ოქროს გლობუსი და ორი ემის ჯილდო მოიპოვა. 1991 წელს Twin Peaks-ის  თემატური მუსიკისთვის გრემის ჯილდო ანჯელო ბადალამენტის გადაეცა.

ლინჩის პროექტები Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. Twin Peaks: Music From The Second Season And More 2019 წლის 27 აპრილის საუნდტრეკების ჩარტში მე-17 ადგილზე გავიდა. იმავე კვირას, ის Top Album Sales-ის ჩარტში 68-ე ადგილს იკავებდა. მისი მესამე სტუდიური ალბომი The Big Dream 2013 წელს დამოუკიდებელი ალბომების ჩარტში მე-40 ადგილს და Top Current Album Sales-ში 167-ე ადგილს იკავებდა.

ლინჩის სარეჟისორო ნამუშევრებს  შორის არის მუსიკალური ვიდეოებიც. მათ შორის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

შემდეგი სტატია

სოხუმის სახელმწიფო თეატრი ბერლინის ITO ფესტივალზე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კონცერტზე თავდასხმის გეგმა ჩაიშალა, თუმცა ავსტრიის ხელისუფლებამ 2024 წლის აგვისტოში სვიფტის სამივე გამოსვლა მაინც გააუქმა.
მეტი
არიანა გრანდე Courtesy of Republic Records

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – არიანა გრანდე, Labrinth, aespa და სხვები

გაეცანით კვირის მთავარ მუსიკალურ რელიზებს. Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი ყოველკვირეულად გთავაზობთ ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს.
მეტი

მურმან წულაძის ახალი EP  – Firma

ახალი ჩანაწერი მელანქოლიური და ნოსტალგიური განწყობის მატარებელია, - არტისტი დასავლეთ ევროპაში გატარებულ გამოცდილებასა და საკუთარ სენსიტიურ მხარეს ავლენს.
მეტი

RIHA-ს მეხუთე სტუდიური ალბომი V

ალბომი მისი საავტორო დოკუმენტური ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკების კრებულია და ავტორის ბაბუას, მხატვარს და მოქანდაკე ვახტანგ ონიანს ეძღვნება.
მეტი

პოლ მაკარტნის თქმით, „პრინცს” Beatles-ის ქავერი აქვს ჩაწერილი, რომლის გამოცემაც სურს

მაკარტნიმ თავის საყვარელ სიმღერებზე ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება გააზიარა ტეილორ სვიფტის, ბილი აილიშის, ოლივია როდრიგოსა და საბრინა კარპენტერის შესახებ.
მეტი