ფანები ტრამპის ინაუგურაციაზე კერი ანდერვუდის გამოსვლას ეხმაურებიან

ქანთრის მომღერალმა, ტექნიკური შეფერხების გამო, America the Beautiful-ის ა კაპელა ორწუთიანი პაუზის შემდეგ იმღერა.
კერი ანდერვუდი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე
Shawn Thew-Pool/Getty Images

დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე კერი ანდერვუდმა დაამტიკა, თუ რატომაა აღიარებული ქანთრის სუპერვარსკვლავად. ორწუთიანი ტექნიკური ხარვეზის შემდეგ 41 წლის ამერიკელმა მომღერალმა სიტუაციის კონტროლი საკუთარ თავზე აიღო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ აშშ-ის კაპიტოლიუმში America the Beautiful-ის ა კაპელა შეასრულა.

თუმცა მანამდე პროგრამაში აღნიშნული იყო, რომ ანდერვუდს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო აკადემიის გუნდებთან ერთად ფიცის დადების ცერემონიამდე უნდა ემღერა. 

„როცა მუსიკა არ გაქვს ღონისძიებაზე, რომელსაც მთელი ერი უყურებს, ძალიან სტრესულია. კერი ანდერვუდმა კი ა კაპელა საოცარი სიმარტივითა და თავდაჯერებით იმღერა. ყოჩაღ!” – დაწერა ქანთრის ლეგენდა ლორეტა ლინმა სოციალურ ქსელში.

მომღერლის პროფესიონალიზმი ანდერვუდის ფანებმაც მარტივად შენიშნეს და მის შესრულებულ ა კაპელას გამოეხმაურნენ:

„წარმოიდგინეთ, ასეთი ნიჭიერი რომ ხარ, რომ როცა ტექნოლოგია ფუჭდება, შენ ამბობ: „კარგი, ცოცხლად ვიმღერებ,” გადიხარ და ა კაპელას მღერი ათასობით ადამიანის წინაშე. კერი ანდერვუდს არ სჭირდება ავტოტუნი, მგონი, ავტოტუნი სწავლობს მისგან,” – წერს ერთ-ერთი ფანი. 

„ეს არის პროფესიონალიზმი. როცა სამხედრო ბენდის აუდიო გაფუჭდა, მან თავისი სიმღერა აუდიტორიასთან ერთად შეასრულა.”

„ვფიქრობ, მუსიკის არქონამ America the Beautiful-ის შესრულება უკეთესიც კი გახადა. ტუჩების აყოლაში მაინც ვერ დაადანაშაულებ.”

ღონისძიებამდე ანდერვუდმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა: „მიყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩემთვის პატივია, ვიმღერო ინაუგურაციაზე და ვიყო მცირე ნაწილი ამ ისტორიული ღონისძიებისა. ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ ერთიანობის სულისკვეთებით და მომავლისკენ გავიხედოთ.”

ანდერვუდის გარდა, ტრამპის ინაუგურაციაზე წარდგნენ ლი გრინვუდი, the Village People, ნელი, სნუპ დოგი, რიკ როსი, Rascal Flatts, Kid Rock, გევინ დეგროუ, ჯეისონ ალდინი და პარკერ მაკკოლამი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ანუკა ყიფშიძე საერთაშორისო ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტის მონაწილეა

შემდეგი სტატია

ბიორკის თქმით, დედამიწის მომავალთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი