Record Store Day-ს 2025 წლის ელჩად Post Malone დასახელდა

„მეგობრებო განაგრძეთ მხარდაჭერა, დავიცვათ ფირფიტები და გავაძლიეროთ ადგილობრივი მუსიკალური მაღაზიები“
Post Malone - 2024 წლის 6 ივნისს ნეშვილში. ფოტო: ბრეტ კარლსენი
Post Malone – 2024 წლის 6 ივნისს ნეშვილში. ფოტო: ბრეტ კარლსენი

Record Store Day ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც დამოუკიდებელი მუსიკალური მაღაზიების მხარდაჭერისთვის შეიქმნა. Record Store Day-ს 2025 წლის ელჩად Post Malone დასახელდა.

Record Store Day დაარსებიდან  მე-18 წლის იუბილეს 2025 წლის 12 აპრილს აღნიშნავს. ღონისძიება თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ფიზიკურ მედია ფორმატს, დამოუკიდებელ არტისტებს და მცირე ფირფიტების მაღაზიებს უჭერს მხარს. ახლა კი 2025 წლის  Record Store Day-ს ელჩად Post Malone აირჩიეს.

„რამხელა პატივია! ვერ ვიჯერებ, რომ Record Store Day-ს 2025 წლის ელჩად ამირჩიეს, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, ჩემი წვლილი ამ ინიციატივაში მეც შევიტანო. როცა ტურნეში ვართ, ადგილობრივ მუსიკალურ მაღაზიებში შესვლას ყოველთვის ვახერხებ.  ფირფიტების მაღაზიის ენერგია ძალიან შთამაგონებელია, ეს ის ადგილია, სადაც თავს სახლში ვგრძნობ.“ –  განაცხადა Post Malone-მა  განცხადებაში.

„ეს მართლაც წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როცა ფირფიტების მაღაზიაში შედიხარ და ვინილების ყუთში იქექები.  უბრალოდ ეძებ იმას, რაც თვალში მოგხვდება. შესაძლოა, რამე კონკრეტულს ეძებ და სრულიად განსხვავებული რამ აღმოაჩინო. „მეგობრებო განაგრძეთ მხარდაჭერა,  დავიცვათ ფირფიტები და გავაძლიეროთ ადგილობრივი მუსიკალური მაღაზიები.“

Post Malone იმ ვარსკვლავების სიას შეუერთდა, რომელთაც ელჩის ტიტული 2009 წლიდან ენიჭებათ. წინა წლებში ელჩის ტიტული ისეთ არტისტებს მიენიჭათ,   როგორებიც არიან ჯეკ უაითი, Run the Jewels, ოზი ოზბორნი, ბრენდი კარლაილი, Metallica და სენტ ვინსენტი. 2024 წელს აშშ-ში ელჩად Paramore შეირჩა, დიდ ბრიტანეთში კი Record Store Day-ს ელჩად  კეიტ ბუში დასახელდა.

ტრადიციულად, Record Store Day-ს ელჩები სპეციალურად ამ დღისთვის შეზღუდული რაოდენობის ვინილის ტირაჟს გამოსცემენ. გამომდინარე იქიდან, რომ Post Malone-ის 2024 წლის ალბომ F-1 Trillion-ს დიდი წარმატება ხვდა წილად, შესაძლოა მუსიკოსის სწორედ ეს ალბომი შეირჩეს.

„მუსიკალურად Post Malone მრავალფეროვანი არტისტია, ზუსტად ისეთივე, როგორც ფირფიტების მაღაზიები და მათი მომხმარებლები არიან, ძალიან მახარებს მისი Record Store Day-ს ელჩად არჩევა.” – აღნიშნა განცხადებაში Record Store Day-ს თანადამფუძნებელმა, კერი კოლიტონმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიორკის თქმით, დედამიწის მომავალთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი

შემდეგი სტატია

კელი კლარკსონი - Weiss Eubanks/NBCUniversal via Getty Images

კელი კლარკსონი Depeche Mode-ის სიმღერა Just Can’t Get Enough-ს ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი