კელი კლარკსონი Depeche Mode-ის სიმღერა Just Can’t Get Enough-ს ასრულებს

Just Can’t Get Enough 1981 წელს ჯგუფის სადებიუტო ალბომ Speak & Spell-ის გამოშვებამდე გამოვიდა
კელი კლარკსონი - Weiss Eubanks/NBCUniversal via Getty Images
კელი კლარკსონი – Weiss Eubanks/NBCUniversal via Getty Images

კელი კლარკსონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი ჟანრის სიმღერას შესანიშნავად ასრულებს. 21 იანვარს მომღერალმა საკუთარ თოქ-შოუში  Depeche Mode-ის 1980-იანი წლების ჰიტი Just Can’t Get Enough შეასრულა.  

კელი კლარკსონმა სიმღერას დამახასიათებელი სამხრეთული სტილი შესძინა, სადაც ბექვოკალს მისი ჯგუფი My Band Y’all ასრულებს.

Depeche Mode-ის ჰიტ სიმღერა Just Can’t Get Enough 1981 წელს ჯგუფის სადებიუტო ალბომ Speak & Spell-ის გამოშვებამდე გამოვიდა. სიმღერამ დიდ ბრიტანეთში სინგლების ჩარტში მერვე ადგილი დაიკავა, ხოლო Billboard-ის Dance Club Play ჩარტში 26-ე ადგილზე მოხვდა.

Depeche Mode-მა 2023 წლის ალბომის, Memento Mori-ის, მხარდამჭერი მსოფლიო ტურნე Memento Mori World Tour აპრილში დაასრულა. ტურნე მსოფლიოს მასშტაბით 112 კონცერტს მოიცავდა. ეს ჯგუფის პირველი მსოფლიო ტურნე და ალბომი იყო ბენდის წევრისა და თანადამფუძნებელის, ენდი ფლეჩერის გარდაცვალების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ კელი კლარქსონმა 2021 წელს  Depeche Mode-ის 1990 წლის ჰიტ სიმღერა Enjoy the Silence-იც შეასრულა.

ნახეთ კელი კლარკსონის ქავერ ვერსია, სადაც ის Depeche Mode-ის სიმღერას Just Can’t Get Enough-ს ასრულებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Post Malone - 2024 წლის 6 ივნისს ნეშვილში. ფოტო: ბრეტ კარლსენი

Record Store Day-ს 2025 წლის ელჩად Post Malone დასახელდა

შემდეგი სტატია

სტინგი ექიმის რეკომენდაციით კონცერტებს აუქმებს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი