კანიე უესტი ქალის ტანსაცმლის ხაზს აანონსებს

ქალის სამოსი რეპერმა პირველად 2011 წელს გამოუშვა.
კანიე უესტი
Matthias Nareyek/Getty Images

კანიე უესტი ქალის ტანისამოსს უბრუნდება. რეპერმა ინსტაგრამზე YZY-ს ქალის ხაზის ნიმუშები გააზიარა. უესტმა პირველად შავი ბოდე წარადგინა, რომელიც ახლახან მის მეუღლეს, ბიანკა სენსორის ეცვა. 

პოსტში რეპერმა ყოფილ პარტნიორზე, „ადიდასზეც” ისაუბრა და ბრენდი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დიზაინების მოპარვაში. „ადიდასმა” უესტთან პარტნიორობა 2022 წლის ოქტომბერში, მუსიკოსის ანტისემიტური განცხადებების შემდეგ გაწყვიტა.

„ადამიანები ცდილობდნენ, ეთქვათ, რომ „ადიდასს” დავბრუნებოდი. რა თქმა უნდა, ეს ის ხალხია, ვინც იმდენად ახლოსაა, რომ ჩემგან ფული ითხოვონ. მათ არ აინტერესებთ ჩემი თავისუფლება ან ხედვა. ახლა კი ჩემი ხედვა ცოცხლდება და ეს ჯონ ვიკის ვენდეტაა ყველა მოდის კომპანიის წინააღმდეგ,” – წერს რეპერი.

ეს კანიესგან ქალის ტანსაცმლის გამოშვების პირველი მცდელობა არ არის. პირველი კოლექცია მან 2011 წელს შექმნა, რომლის ჩვენებაც პარიზის მოდის კვირეულზე შედგა. 

უესტი ასევე აქტიურად უშვებს ფეხსაცმლის ახალ მოდელებს. მან ახლახან გამოუშვა მამაკაცის SL-01 მოდელი, რომლის შეძენაც YZY ვებგვერდზეა შესაძლებელი და დააანონსა BL-01 სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ჯერ არ იყიდება. 

რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, ბოლო დროს უესტი აქტიურად აანონსებს სოლო ალბომს Bully, რომელზეც პროდიუსერ მაიკ დინთან ერთად მუშაობს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სტინგი ექიმის რეკომენდაციით კონცერტებს აუქმებს 

შემდეგი სტატია

ბრუნო მარსი ჯონ ვ. ესპარზა

ბრუნო მარსმა ახალი სინგლის თიზერი გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი