სტინგი ექიმის რეკომენდაციით კონცერტებს აუქმებს 

მუსიკოსის გამოსვლა FireAid-ის კონცერტზე ჯერ კიდევ ძალაში რჩება.
სტინგი
Jeremychanphotography/Getty Images

სტინგი მომდევნო რამდენიმე კონცერტს აუქმებს, სანამ ყელის დროებითი ინფექციისგან გამოჯანმრთელდება. მუსიკოსმა ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ინსტაგრამის პოსტში სტინგის გუნდი წერს, რომ ექიმის რეკომენდაციით 23 იანვარს მისი Bass Magazine Awards-ზე გამოსვლა, ასევე  24 და 26 იანვრის კონცერტები გაუქმდება. აღნიშნული კონცერტები 28 მაისსა და პირველ ივნისს გადაიდო. „სტინგი გულწრფელ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და მადლიერია თანაგრძნობისთვის,” – ვკითხულობთ პოსტში. 

მომდევნო დღეს კი მუსიკოსმა პირადად მიმართა გულშემატკივრებს: „თანდათან ვაღწევ თავს ყელის დროებით ინფექციას, რომლის გამოც ვერ ვმღერი. მადლობა კეთილი სურვილებისთვის. ერთი სული მაქვს, განვაგრძო სიმღერა და დავბრუნდე გადადებულ შოუებზე.”

არსებული ინფორმაციით, სტინგს კვლავ ელიან ბილი აილიშთან, ოლივია როდრიგოსთან, ლედი გაგასა და სხვა ვარსკვლავებთან ერთად FireAid-ის საქველმოქმედო კონცერტზე ლოს-ანჯელესში, რომელიც ტყის ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად 30 იანვარს იმართება. 

ამჟამად მუსიკოსი Sting 3.0 ტურნეში იმყოფება. 8 თებერვალს ინდიანაპოლისში ბილი ჯოელთან ერთობლივი გამოსვლის შემდეგ ის ლათინურ ამერიკაში გაემგზავრება და პირველ კონცერტს 14 თებერვალს რიო-დე-ჟანეიროში გამართავს. 

ნახეთ სტინგის პოსტები:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კელი კლარკსონი - Weiss Eubanks/NBCUniversal via Getty Images

კელი კლარკსონი Depeche Mode-ის სიმღერა Just Can’t Get Enough-ს ასრულებს

შემდეგი სტატია

კანიე უესტი ქალის ტანსაცმლის ხაზს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი