პოლ მაკარტნის თქმით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საავტორო უფლებების კანონი არტისტებს დააზიანებს

„ვიღაც ამისთვის თანხას იღებს და რატომ არ უნდა იყოს ეს ის ადამიანი, რომელიც დაჯდა და Yesterday დაწერა?”
პოლ მაკარტნი
Samir Hussein/WireImage

პოლ მაკარტნი საავტორო უფლებების კანონში შეთავაზებული ცვლილებების წინააღმდეგ გამოდის და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა არტისტებისთვის ზიანის მომტანი იყოს.

ბრიტანეთის მთავრობა ამჟამად განიხილავს რეგულაციას, რომელიც უფლებას მისცემს ტექნოლოგიურ კომპანიებს, არტისტების ნამუშევრები ხელოვნური ინტელექტის მოდულების გასაწვრთნელად გამოიყენონ, თუ ეს არტისტები განზრახ არ იტყვიან უარს პროგრამაში მონაწილეობაზე. „ბიბისისთნ” ინტერვიუში 82 წლის მუსიკოსმა განაცხადა, რომ ეს ინიციატივა ზიანს მოუტანს ხელოვანებს და კრეატიულობის დაკარგვას გამოიწვევს. 

„ჩვენ მივიღებთ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც წერენ მშვენიერ სიმღერებს, მაგრამ ისინი მათ არ ეკუთვნით. ნებისმიერს, ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია უბრალოდ მოიპაროს ისინი,” – თქვა მაკარნტიმ. „სიმართლე ისაა, რომ ეს ფული სადღაც მიდის… ვიღაც ამისთვის თანხას იღებს და რატომ არ უნდა იყოს ეს ის ადამიანი, რომელიც დაჯდა და Yesterday დაწერა?”

2024 წლის დეკემბერში გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გამოთქვა ამბიცია, რომ ბრიტანეთი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ლიდერი გახდეს. 

მათ დაიწყეს კონსულტაციები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება საავტორო უფლებების შესახებ კანონმა მოახერხოს, რომ ნაწარმოებების შემქმნელებისა და უფლებების მფლობელების ნამუშევრები ხელოვნური ინტელექტის გასაწვრთნელად გამოიყენოს. ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებს ჰქონდეთ მარტივი წვდომა მაღალხარისხიანი კრეატიული კონტენტის ფართო სპექტრზე. 

„ჩვენ ვართ ხალხი, თქვენ ხართ მთავრობა. თქვენ ჩვენ უნდა დაგვიცვათ. ეს თქვენი საქმეა” – განაცხადა მაკარტნიმ „ბიბისისთან” საუბრისას. „ამიტომ, თუ ამის კანონში ჩადებას აპირებთ, იმის გარანტია უნდა გქონდეთ, რომ შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს დაიცავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აღარ გეყოლებათ.”

The Beatles-ის ბოლო სიმღერა Now and Then, რომელიც 2023 წელს გამოვიდა, სწორედ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა. პოლ მაკარტნიმ და რინგო სტარმა ახალი ტექნოლოგიები გამოიყენეს, რათა ჯონ ლენონის მიერ დაბალ სიხშირეზე ჩაწერილი სიმღერის დემო ვერსიიდან გარდაცვლილი მუსიკოსის ვოკალი ამოეღოთ.

გასართობ ინდუსტრიაში, მუსიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გავრცელებასთან ერთად, გაიზარდა დებატები მის უარყოფით გავლენაზეც.  2024 წლის აპრილში ბილი აილიში Pearl Jam და ნიკი მინაჟი იყვნენ იმ 200 ხელმომწერთა შორის, რომლებმაც ტექნოლოგიურ კომპანიებს ღია წერილით მიმართეს. წერილი აკრიტიკებს ხელოვნური ინტელექტის უპასუხისმგებლოდ გამოყენების პრაქტიკას და მას „ადამიანური კრეატიულობის შეურაცხყოფას” უწოდებს, რაც, მათი თქმით, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კატო კვარაცხელიასა და ლუკა თოფურიას პროტესტი კონცერტი წინ

შემდეგი სტატია

Saturday Night Live-ის მუსიკალური სტუმარი ტიმოთი შალამე, 2025 წლის 25 იანვარი. უილ ჰით/ NBC Getty Images

ტომოთი შალამე Saturday Night Live- შოუში ბობ დილანის ამპლუაში გამოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი