15-17 თებერვალს „აქტუალური მუსიკის ფესტივალი” გაიმართება

ფესტივალი 2005 წელს დაარსდა და წელს მე-8 ჯერ ტარდება.
Close Encounters

თბილისში „აქტუალური მუსიკის ფესტივალი” გაიმართება. ღონისძიება 15 თებერვალს „თბილ ორგიაში” გაიხსნება, ხოლო 16 და 17 თებერვალს მუსიკალური საღამოები  Mutant Radio-ს საკონცერტო სივრცეში ჩატარდება. 

„აქტუალური მუსიკის ფესტივალი” (Close Encounters) 2005 წელს დაარსდა და მას შემდეგ, არაერთი შვეიცარიელი და ქართველი დამწყები თუ მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი მუსიკოსი გააერთიანა. ფესტივალი თავდაპირველად თანამედროვე და კლასიკურ მუსიკაზე იყო ფოკუსირებული, თუმცა წლების განმავლობაში მისი ფორმატი გაიზარდა და უფრო მრავალფეროვანი მუსიკალური სპექტრი მოიცვა. როგორც ფესტივალის დამფუძნებელი და კურატორი, პიანისტი თამარ კორძაია Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ფესტივალი  ხელს უწყობს ქართველი და შვეიცარიელი არტისტების დაახლოებას. 

თამარ კორძაია. ფოტო: Marcel Babazadeh

თამარ კორძაია:

„ფესტივალი 2005 წელს დაარსდა და წელს მე-8 ჯერ ტარდება. დაარსების დროს თანამედროვე კლასიკური მუსიკა საქართველოში ძალიან იშვიათად სრულდებოდა. როდესაც შვეიცარიაში გადავედი, იქ ისეთ გარემოში აღმოვჩნდი, სადაც ასეთი მუსიკა ძალიან ბევრ სახელოვნებო სივრცეში ჟღერდებოდა. მეც გამიჩნდა სურვილი, რომ მსგავსი კონცეფციის მუსიკალური ფესტივალი საქართველოშიც გამეკეთებინა და მსმენელისათვის გამეზიარებინა. სწორედ ეს იყო თავდაპირველად „აქტუალური მუსიკის ფესტივალის” (Close Encounters) დაარსების მოტივაცია. რასაც ვაკვირდები, წლებთან ერთად ფესტივალის აუდიტორია იზრდებოდა, რაც ძალიან მახარებს.”

ფესტივალის ფოკუსი დროთა განმავლობაში იცვლებოდა და მის ფარგლებში ახალი ტენდენციები გაჩნდა. 2011 წელს განსაკუთრებული ყურადღება შვეიცარიულ კომპოზიციებს დაეთმო, ხოლო 2013 წლიდან Close Encounters-ის პროგრამა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და მოიცვა იმპროვიზაციული და ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკა საქართველოდან. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, საქართველოში არსებული პოლიტიკური და კულტურული გამოწვევების მიუხედავად, ადგილობრივი კულტურული სცენა თბილისში მრავალფეროვანი და აქტიურია. არტისტებთან აქტიური დიალოგის შემდეგ გადაწყდა, რომ 2025 წლის ფესტივალის კომპაქტური ფორმატით ჩატარება მიზანშეწონილი იქნებოდა. ამასთანავე, მიმდინარეობს  ფესტივალის ცალკე გამოშვების დაგეგმვა შვეიცარიაშიც. 

რუსუდან მეიფარიანი. ფოტო: Marcel Babazadeh

რაც შეეხება წლევანდელ პროგრამას, როგორც თამარ კორძაია აღნიშნავს, ფესტივალის ფარგლებში მსმენელი ბევრ საინტერესო ექსპერიმენტულ ინტერაქციულ პერფორმანსს მოისმენს და იხილავს. მსმენელის წინაშე წარდგებიან ანსამბლი KIOSK შვეიცარიიდან, ნიკა მაჩაიძე (NIKAKOI), ნატალია ბერიძე (TBA), თიკო გოგობერიძე (TINA), სანდრო ჩინჩალაძე (Tete Noise), გიორგი კობერიძე, ალექსანდრე კორძაია (Kordz), რუსუდან მეიფარიანი და სხვა არტისტები.

თამარ კორძაია: 

„წელს ფესტივალის პროგრამაში განსაკუთრებით ბევრი ქართველი არტისტი გვყავს. შესრულდება ბევრი ახალი პროექტი, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს. მაგალითად, გიორგი კობერიძე წარადგენს მუსიკალური პერფორმანსის სახის ინსტალაციას, სახელწოდებით Mur Mur, რომელიც მან ავსტრიის ერთ-ერთი ფესტივალისთვის გააკეთა. ეს არის ელექტრო-აკუსტიკური ნაწარმოები, რაც ძალიან იშვიათად სრულდება საქართველოში. ასევე ფესტივალის ფარგლებში ალექსანდრე კორძაია წარადგენს პროექტს Lost in Sound, რომელიც არის ვიდეოთამაში. ალექსანდრე პირველად წარმოადგენს, თუ როგორ ავითარებს არტისტი ამ პროექტს და აუდიტორია შეძლებს, თავადაც ითამაშოს. ნატალია ბერიძეც წარადგენს ახალ ნაწარმოებს, რომელიც შვეიცარიაში არაერთხელ შესრულდა, მაგრამ საქართველოში პირველად გაჟღერდება. ამასთან ერთად მსმენელი არაერთ იმპროვიზაციულ და კოლაბორაციულ პერფორმანსს მოისმენს.”

ნატალია ბერიძე. ფოტო: Marcel Bobazadeh

„აქტუალური მუსიკის ფესტივალის” შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე. 

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თიბისი კონცეპტი, Fabrika/ფაბრიკა, “FONDATION SUISA”, Swiss arts council Pro Helvetia, Stadt Zürich Kultur.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რიანას ბოლო ალბომი ცხრა წლის გახდა

შემდეგი სტატია

მადონა: „მთავრობა ანგრევს ყველა იმ თავისუფლებას, რისთვისაც ვიბრძოდით”

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი