„მადამ ტიუსოს” ლონდონის მუზეუმმა ლედი გაგას ახალი ცვილის ფიგურა წარადგინა

ფიგურის ვიზუალი შთაგონებულია იმიჯით, რომლითაც ლედი გაგა 2022 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე წარდგა.
ლედი გაგა გრემის დაჯილდოების 2022 წლის ცერემონიაზე
Jeff Kravitz/FilmMagic

ლონდონში, „მადამ ტიუსოს” მუზეუმში მომავალი თებერვლიდან დამთვალიერებლებს  Lady Gaga-ს ახალი ცვილის ფიგურა დახვდებათ. ფიგურის ვიზუალი შთაგონებულია იმიჯით, რომლითაც ლედი გაგა  2022 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე წარდგა. სკულპტურას Armani Privé-ს კლასიკური შავ-თეთრი კაბის რეპლიკა აცვია. ფიგურა სიმბოლურად ეხმიანება  წლევანდელ გრემის ღონისძიებასაც, სადაც გაგას ჰიტი Die With a Smile ორ ნომინაციაშია წარდგენილი. 

ლედი გაგას ახალი ცვილის ფიგურა „მადამ ტიუსოს” მუზეუმის ლონდონის ფილიალის ე.წ. Awards Party ზონაში განთავსდება. ამავე სივრცეში განთავსებულია ისეთ ვარსკვლავების ცვილის სკულპტურები, როგორებიც არიან: ტიმოთე შალამე, ჰარი სტაილსი, ზენდეია, დუეინ ჯონსონი, პრიანკა ჩოპრა ჯონასი და Lil Nas X.  

„ათწლეულების განმავლობაში ლედი გაგა დომინანტ როლს ასრულებს მუსიკაში, მოდასა და ბოლოს უკვე კინოშიც. სწორედ ამიტომ გვინდოდა, ისეთი ფიგურა შეგვექმნა, რომელიც ასახავს მის საკულტო სტატუსსა და შესაძლებლობას, მუდმივად ტრანსფორმირდეს,“ – აღნიშნა  „მადამ ტიუსოს” ლონდონის მუზეუმის გენერალურმა მენეჯერმა, სტივ ბლექბერნმა გამოქვეყნებულ პრესრელიზში. „შთაგონებული ვართ მისი უნარით, თავიდან გამოიგონოს საკუთარი თავი. გადავწყვიტეთ ჩვენც გაგვეახლებინა მისი ფიგურა მას შემდეგ, რაც 15 წლის წინ პირველი სკულპტურა წარვადგინეთ.” 

სტივ ბლექბერნის თქმით, ეს იქნება შესაძლებლობა გაგას ფანებისა და მუზეუმის სხვა დამთვალიერებლებისათვის, რომ წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავთან ერთად აღმოჩნდნენ. 

 „მადამ ტიუსოს“ მუზეუმის ლონდონის ფილიალში ეს ლედი გაგას მეორე ცვილის ფიგურაა. სკულპტურა მუზეუმის სივრცეში საჯაროდ განთავსდება 3 თებერვლიდან – გრემის 67-ე დაჯილდოების ცერემონიის მეორე დღეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bring Me The Horizon-ის ვოკალისტი ოლი საიკსი Leeds Festival-ზე, 2022 წლის 28 აგვისტო. ინგლისი ფოტო: კატია ოგრინი / Redferns

ლიემ გალაგერი ბენდ Bring Me the Horizon-ის მიერ ნამღერ Wonderwall-ს გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

რინგო სტარმა გაამხილა, რომ პიცა არასდროს უჭამია

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი