ლეონარდ კოენის პირადი ჩანაწერები, პირადი ნივთები და მუსიკოსის მოჭრილი თმა აუქციონზე გაიყიდება

კოლექციის ნაწილია კოენის მოჭრილი თმა, რომელიც მედალიონშია მოთავსებული.
ლეონარდ კოენი კოაჩელას 2009 წლის კინოფესტივალზე
Frazer Harrison/GI

ლეგენდარული კანადელი მუსიკოსის, ლეონარდ კოენის პირადი ნივთების კოლექცია თებერვალში აუქციონზე გაიყიდება. აუქციონზე გაიტანენ მუსიკოსის ჩანაწერებს, აქსესუარებს, ქუდებს და მის მოჭრილ თმასაც კი.  

აუქციონი Julien’s Auctions-ის ორგანიზებით 28 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება, სადაც საერთო ჯამში 164 ნივთი იქნება წარმოდგენილი გასაყიდად. კოლექციის უმეტესობა კოენის მეგობრის, ავივა ლეიტონის, და მისი პარტნიორის, ანჯანი თომასის პირადი საკუთრებაა.  

კოლექციაში შედის კოენის მიერ ხელით ან საბეჭდ მანქანაზე დაწერილი ტექსტები: წერილები, ლექსები, ბარათები, სიმღერების ტექსტები და სხვადასხვა ხელნაწერები. ნივთების უმეტესობის საწყისი ფასი რამდენიმე ათას დოლარს შეადგენს. კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილია 2007 წელს შექმნილი პირადი წიგნაკი, რომელშიც 76 გვერდზე კოენის ჩანაწერები, ლექსები და სიმღერების ტექსტების მონახაზებია. მისი სავარაუდო გასაყიდი თანხა 100,000-150,000 დოლარს შორის მერყეობს.  

„ალბათ, ყველაზე არასტანდარტული ნივთია ეს წიგნაკი, რომელშიც კოენის დაუმუშავებელი სტროფები, ჩემთვის დაწერილი ლექსი და ჩვენი სანაძლეოებისა და ვალების სიაა,“ – აღნიშნავს ანჯანი თომასი. „ჩვენ ყველაფერზე ვდებდით სანაძლეოს, ზოგჯერ სასაცილოდ მაღალ თანხებზეც კი, მაგრამ არასდროს გამომირთმევია მოგებული. მაგალითად, ვკამათიბდით, თუ მოხვდებოდა ფილ სპექტორი ციხეში – მე ვამბობდი, რომ მოხვდებოდა. ეს არის კოენის ერთადერთი წიგნაკი, რომელიც კერძო კოლექციაშია და არ შედის კოენის საოჯახო მემკვიდრეობის არქივში.“  

აუქციონზე ასევე წარმოდგენილი იქნება კოენის ბერძნული მეთევზის ქუდი, რომელსაც თავად „ჯადოსნურ სამწერლო ქუდს“ უწოდებდა. ქუდის ისტორია 1960-იანი წლებიდან იწყება, როცა კოენი საბერძნეთში ცხოვრობდა. 

„ლეონარდს ეს ქუდი ეხურა, როცა ირვინგმა უთხრა: პოეზიას ვწერ, მაგრამ მინდა სიმღერების წერა დავიწყო და ბევრი ფული გამოვიმუშაო, როგორც შენ. ლეონარდმა კი  უპასუხა: ამ ქუდს ვატარებდი, როცა ჩემს პირველ სიმღერებს ვწერდი. ახლა კი შენ გაჩუქებ და შეძლებ დაწერო სიმღერები და გამდიდრდე. მაგრამ, სამწუხაროდ, ქუდმა მხოლოდ ლეონარდზე იმოქმედა,” – იხსენებს ლეიტონი Rolling Stone-თან ინტერვიუში.  

აუქციონის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საინტერესო ლოტია პატარა მედალიონი, რომელშიც კოენის თმაა მოთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთი მუსიკოსთან განსაკუთრებულ კავშირს ქმნის, მისი საწყისი ფასი მხოლოდ 25 დოლარია, ხოლო საბოლოო ღირებულება, სავარაუდოდ, 400-600 დოლარს მიაღწევს.  

„ერთხელ კოენს თმას ვჭრიდით და მან სწორედ იმ დღეს მაჩუქა ეს მედალიონი დაბადების დღეზე. ვიფიქრე, რომ ტრადიციულად უნდა ჩამედო მასში თმის ნაწილი. ეს ძველი ჩვეულებაა,” – იხსენებს ლეონარდ კოენის ძველი მეგობარი, ანჯანი თომასი. 

ლეონარდ კოენი 2016 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. მუსიკოსმა გარდაცვალებამდე სულ რაღაც 17 დღით ადრე გამოსცა ალბომი – You Want It Darker.  ეს ალბომი Billboard 200-ის ჩარტში მეშვიდე ადგილზე გავიდა. კოენის გარდაცვალების შემდეგ, 2019 წელს კი გამოიცა ალბომი – Thanks for the Dance. 

ანჯანი თომასის თქმით, კოენის მოყვარულებმა, რომელთაც სურთ მუსიკოსის საკუთრებაში არსებული უნიკალური ნივთების მფლობელები გახდნენ, უნდა იჩქარონ.

თომასის თქმით, მუსიკოსის ყველა ნივთი, რომელიც სხვადასხვა დროს გასაყიდად გამოჩნდა, კოენის ოფიციალურმა არქივმა ძალიან სწრაფად შეისყიდა. „ასე რომ, ახლა არც ისე ბევრი რამაა ხელმისაწვდომი და მომავალში მით უმეტეს აღარ იქნება. ეს ერთ-ერთი იმ იშვიათ შესაძლებლობებს შორისაა, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჩნდება,” – ამბობს ის Rolling Stone-თან ინტერვიუში.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მარიან ფეიტფული 1967 წელი ფოტო: Bettmann / Getty Images

The Rolling Stones-მა მარიან ფეითფულს სიმღერით მიაგო პატივი

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალი 2025

წინანდლის ფესტივალის პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის შესარჩევი მოსმენები დაიწყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი