წინანდლის ფესტივალის პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის შესარჩევი მოსმენები დაიწყო

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკოსების მოსმენა 31 მარტს გაიმართება.
წინანდლის ფესტივალი 2025
წინანდლის ფესტივალი 2025

პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი  2019 წელს, „წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში დაარსდა და კავკასიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა ხელოვანებით დაკომპლექტდა.

წელს შესარჩევი მოსმენები ცხრა ქვეყანაში გაიმართება, ესენია: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი.

ყოველწლიურად, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრისათვის, ნიჭიერი მუსიკოსების აღმოსაჩენად,  ცოცხალი შესარჩევი მოსმენები ტარდება, სადაც მონაწილეობის მიღება 18-იდან 28 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის იქნება შესაძლებელი. შერჩეული მუსიკოსები ფესტივალის დაწყებამდე, ორი კვირის განმავლობაში, რეპეტიციებს წინანდალში, მსოფლიოს წამყვანი ორკესტრების პედაგოგების ხელმძღვანელობით გაივლიან. ორკესტრანტების მგზავრობას, განთავსებას, კვებას და სხვა დამატებით ხარჯებს უზრუნველყოფს წინანდლის ფესტივალი. 

2025 წელს „წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის”  მეშვიდე სეზონი 4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. წინანდლის სცენაზე მსმენელი ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებს  იხილავს, როგორიცაა: ჯანანდრეა ნოზედა, ზუბინ მეტა, კენტ ნაგანო, ხატია ბუნიათიშვილი, მიშა მაისკი და სხვა.

მოსმენაზე დასარეგისტრირებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა:  https://pcyo.tsinandalifestival.ge/registration/

დამატებითი ინფორმაციისთვის კი ფესტივალის ბმულს შეგიძლიათ ეწვიოთ: www.tsinandalifestival.ge

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წინანდლის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი სიმფონიური ორკესტრია და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი მსოფლიოში განთქმული მაესტრო ჯანანდრეა ნოზედაა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლეონარდ კოენის პირადი ჩანაწერები, პირადი ნივთები და მუსიკოსის მოჭრილი თმა აუქციონზე გაიყიდება

შემდეგი სტატია

ტრევორ ნოა, 2023 წლის 5 თებერვალი, გრემის დაჯილდოება. ფოტო: ემი სუსმანი/Getty Images

2025 წლის გრემის დაჯილდოების შემსრულებლების და წამყვანების ვინაობა   ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Peggy Gou Courtesy of Atlantic Records

Goldenvoice სან-ფრანცისკოში „სეზონურ საკლუბო გამოცდილებას“ Peggy Gou-სთან, Mau P-სთან, Michael Bibi-სა და სხვა მონაწილეებთან ერთად აანონსებს

Club Darc ქალაქის 48-ე სანაპიროზე, უქმე დღეებში, 27 თებერვლიდან 16 მაისამდე გაიმართება.
მეტი

2026 წელს Tomorrowland-ის დებიუტი აზიაში შედგება

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი მიზნისკენ, მოხდეს ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ლიდერის გლობალურ ტურიზმში,” - აღნიშნავს ტაილანდის ტურიზმის ადმინისტრაცია ფესტივალის ქვეყანაში შესვლის შესახებ.
მეტი

თბილისის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი

28 დეკემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში მუსიკის მოყვარულებს თბილისის სიმფონიური ორკესტრის დაუვიწყარი საახალწლო კონცერტი ელოდებათ.
მეტი