ლედი გაგამ 2025 წლის გრემის ცერემონიაზე ახალი სინგლი Abracadabra და მუსიკალური ვიდეო წარადგინა

არტისტმა მომავალი ალბომის Mayhem-ის თიზერ ვიდეოც გაავრცელა
ლედი გაგა Abracadabra - Courtesy Photo
ლედი გაგა Abracadabra – Courtesy Photo

გრემის დაჯილდოების 67-ე ყოველწლიურ ცერემონიაზე ლედი გაგამ ახალი საცეკვაო სინგლი Abracadabra და მხატვრული მუსიკალური ვიდეოკლიპი წარადგინა. „კატეგორია არის: ცეკვა ან სიკვდილი,“ — ასე აცხადებს ლედი გაგამ ვიდეოს დასაწყისში.  ორმოცამდე მოცეკვავე, ლედი გაგას დამახასიათებელი დინამიკა და შთამბეჭდავი კოსტიუმები Abracadabra-ს ვიდეოკლიპს გამორჩეულ, ენერგიულ დატვირთვას სძენს, სადაც ხელოვნების სხვადასხვა ფორმის სინთეზი ხდება. 

Abracadabra ლედი გაგას მომავალი ალბომის  Mayhem-ის მესამე სინგლია. გასულ ზაფხულს, არტისტმა ბრუნო მარსთან ერთად შექმნილი სინგლი Die With a Smile წარადგინა, რომელიც  Billboard Hot 100-ში პირველ ადგილზე გავიდა და გრემის წლის სიმღერისა და საუკეთესო პოპ დუეტის ნომინაცია მოიპოვა. ორი თვის შემდეგ კი, ლედი გაგამ ელექტრონული-პოპ სიმღერა Disease გამოუშვა, რომელიც  Billboard Hot 100-ში 27-ე ადგილზე გავიდა.

27 იანვარს ლედი გაგამ დაადასტურა, რომ მისი ახალი სტუდიური ალბომი Mayhem  7 მარტს გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ალბომი იქნება მისი პირველი ორიგინალური სრული პოპ ალბომი Chromatica-ს შემდეგ, ამ ხნის განმავლობაში ლედი გაგა მუსიკალურად კვლავ აქტიურობდა. 2021 წელს მან ორი გრემის ჯილდო მიიღო. გარდაცვლილ ტონი ბენეტთან ერთად შექმნილი ალბომისთვის Love for Sale, გასულ წელს ჯაზ ალბომების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა Harlequin-ის  საუნდტრეკით. 

გასული კვირა ლედი გაგასთვის ძალიან დატვირთული  იყო. 30 იანვარს მან FireAid-ის საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ახალი სიმღერა შეასრულა. მანვე Saturday Night Live-შოუში დაადასტურა, რომ 14 თებერვალს, შოუს 50 წლის იუბილეზე, საღამოს მთავარი არტისტი იქნება, მასთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ასევე მაილი საირუსი და Bad Bunny. აპრილში კი ლედი გაგა უკვე მეორედ, Coachella-ს მთავარ ჰედლაინერად წარდგება.

ნახეთ ლედი გაგას ახალი მუსიკალური ვიდეოკლიპი Abracadabra.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ გრემის გამარჯვებულთა სია

შემდეგი სტატია

2025 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიას საპატიო სტუმრის სტატუსით გიორგი მიქაძე დაესწრო

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი