2025 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიას საპატიო სტუმრის სტატუსით გიორგი მიქაძე დაესწრო

ქართველმა მუსიკოსმა მიწვევა ხმის ჩამწერი აკადემიის პრეზიდენტისგან მიიღო.
გიორგი მიქაძე 2025 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე

გრემის 67-ე დაჯილდოების ცერემონიას ქართველი მუსიკოსი, ბერკლის მუსიკის კოლეჯის ასოცირებული პროფესორი გიორგი მიქაძე ესწრებოდა. ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ღონისძიებაზე მიქაძე საპატიო სტუმრის სტატუსით თავად ხმის ჩამწერი აკადემიის პრეზიდენტმა, პანოს პანაიმ მიიწვია. ქართველი მუსიკოსი გრემის დაჯილდოებაზე ეროვნული სამოსით წარდგა. 

გიორგი მიქაძე:

„გრემიზე დასწრება ყველა ხელოვანისთვის ძალიან საპატიო, მნიშვნელოვანი, პრესტიჟული და გამოწვევებით სავსე მოვლენაა, რადგან ამ დროს ხდება მსოფლიო მნიშვნელობის არტისტებთან, აგენტებსა და პროდიუსერებთან შეხვედრა, მათი გაცნობა და იდეებისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე საერთო სამომავლო პროექტების გენერირება და ფორმირება. გამონაკლისი არც გუშინდელი ცერემონია იყო, სადაც ეს ყველაფერი უხვად იყო წარმოდგენილი და ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესში მივიღე მონაწილეობა.”

გიორგი მიქაძე და ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის პრეზიდენტი პანოს პანაი
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლედი გაგა Abracadabra - Courtesy Photo

ლედი გაგამ 2025 წლის გრემის ცერემონიაზე ახალი სინგლი Abracadabra და მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

ნახეთ პირველი კადრები The Weeknd-ის დაანონსებული ფილმიდან – Hurry Up Tomorrow

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი