ნახეთ პირველი კადრები The Weeknd-ის დაანონსებული ფილმიდან – Hurry Up Tomorrow

ტრილერი მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე მაისში გამოვა.
The Weeknd და ბარი კიოგანი ფილმში Hurry Up Tomorrow
Andrew Cooper/Lionsgate

The Weeknd-მა გულშემატკივრებს მისი დაანონსებული ფსიქოლოგიური თრილერის პირველი კადრები გაუზიარა. Hurry Up Tomorrow – ასე ჰქვია ფილმს, რომლის პირველი ვიზუალური მასალა არტისტმა 3 თებერვალს გაავრცელა.  

ფოტოების ინტერნეტში გავრცელებამდე  ერთი დღით ადრე, The Weeknd გრემის სცენაზე მოულოდნელად დაბრუნდა. ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიისათვის გამოცხადებული ხანგრძლივი ბოიკოტის შემდეგ, 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე ის მუსიკალური ნომრებით წარსდგა. არტისტმა Cry for Me და Timeless შეასრულა. ამ უკანასკნელი ტრეკის შესრულებისას,

მუსიკოსს სცენაზე Playboi Carti შეუერთდა. ორივე სიმღერა შედის The Weeknd-ის ახალ ალბომში – Hurry Up Tomorrow, რომელიც 31 იანვარს გამოვიდა. 

რაც შეეხება ფილმს, რომელიც  ალბომის სახელწოდებას იზიარებს – Hurry Up Tomorrow,  ტრეი ედვარდ შულცის სარეჟისორო ნამუშევარია.  ფილმი გვიყვება მუსიკოსზე, რომელსაც უძილობა ტანჯავს და უცხო ადამიანთან შეხვედრის შემდეგ, ისეთ თავგადასავალში ეხვევა, რომელიც მის ცხოვრებას ცვლის. ფილმში The Weeknd-თან ერთად ჯენა ორტეგა და ბარი კიოგანი მონაწილეობენ. 

ფილმისათვის მუსიკა The Weeknd-მა თავის მუდმივ კოლაბორატორთან, დენიელ ლოპატინთან (ცნობილი როგორც Oneohtrix Point Never) ერთად შექმნა. კინოკომპანია Lionsgate ფილმს მსოფლიო მასშტაბით კინოთეატრებში 16 მაისს გაავრცელებს.  

ფილმის პროდიუსერი The Weeknd-ის კომპანია Manic Phase და მისი პარტნიორი, რეზა ფაჰიმი არიან. აბელ ტესფაიემ (The Weeknd) სწორედ ფაჰიმთან ერთად იმუშავა HBO-ს 2023 წლის სერიალზე – The Idol, რომლის რეჟისორი სემ ლევინსონია. ფილმის პროდიუსერებს შორის არიან გარდაცვლილი კევინ ტურენი და ჰარისონ კრაისი. პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერების ჩამონათვალშია ამავდროულად ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ჯენა ორტეგა.

იხილეთ ფოტოები: 

The Weeknd და ბარი კიოგანი ფილმში Hurry Up Tomorrow. ფოტო: Andrew Cooper/Lionsgate
The Weeknd და ჯენა ორტეჰა ფილმში Hurry Up Tomorrow. ფოტო: Andrew Cooper/Lionsgate
ჯენა ორტეგა ფილმში Hurry Up Tomorrow. დოტო: Andrew Cooper/Lionsgate
The Weeknd და ტრეი ედვარდ შულცი. ფოტო:Andrew Cooper/Lionsgate
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2025 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიას საპატიო სტუმრის სტატუსით გიორგი მიქაძე დაესწრო

შემდეგი სტატია

Aerosmith-ის გამოსამშვიდობებელი ტურნეს შემდეგ სტივენ ტაილერი სცენაზე დაბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი