LISA-მ ქავერ-ფოტო გამოაქვეყნა სიმღერისთვის Born Again, რომელიც Doja Cat-თან და Raye-სთან თანამშრომლობით შეიქმნა

კოლაბორაციული სიმღერა 6 თებერვალს გამოვა
Lisa - ფოტო: ტაილერ კოლჰოფი
Lisa – ფოტო: ტაილერ კოლჰოფი

LISA-ს სადებიუტო სოლო ალბომის, Alter Ego-ს გამოშვებამდე თვეზე ნაკლები დარჩა, თუმცა, სუპერვარსკვლავს პროექტის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. 

სამხრეთ კორეული K-pop ჯგუფი BLACKPINK-ის წევრმა LISA-მ 4 თებერვალს, ინსტაგრამზე მომავალი კოლაბორაციის Born Again-ის ქავერ ფოტო გამოაქვეყნა. სიმღერა Doja Cat-თან და Raye-სთან  თანამშრომლობით შეიქმნა. ფოტოზე სამივე ვარსკვლავი შავ, ელეგანტურ სამოსშია გამოწყობილი. სიმღერა 6 თებერვალს გამოვა.

LISA-ს სადებიუტო ალბომი Alter Ego ერთგვარად, 2024 წელს გამოცემული სამი სინგლის გაგრძელებაა, სრული ალბომის  გამოსვლა კი 28 თებერვალს იგეგმება. სოლო პროექტის პირველი სინგლი Rockstar Billboard Hot 100-ში, 70-ე ადგილს იკავებდა, მეორე სინგლი New Woman არტისტმა Rosalía-სთან ერთად გამოსცა. LISA-ს მესამე სინგლის სახელწოდებაა Moonlit Floor (Kiss Me).

პრესრელიზის თანახმად, ალბომში წარმოჩენილი ხუთი ლოკაცია LISA-ს ხუთ სხვადასხვა პერსონაჟს ასახავს, „თითოეული მათგანი უნიკალურ პიროვნებას წარმოაჩენს. ისინი ვარსკვლავის ხუთ წერტილს წარმოადგენენ, რაც ამ კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ემბლემად იქცა.“ – აღნიშნულია ტექსტში.

Billboard Global Cover-ის ინტერვიუში LISA-მ ღიად ისაუბრა პერფექციონიზმზე, რომელიც მის მომავალ პროექტსაც ეხება. „ვცდილობ, ყველაფერი დავალაგო – სიმღერების სია, დეტალები, რა შეიძლება შევცვალო, ყველაფერი მზად არის. მგონია, რომ ხალხი გაოცებული დარჩება, როცა ნახავს, რამდენი რამის გაკეთება შემიძლია.“

ნახეთ Born Again-ის ქავერ ფოტო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ყველა შემთხვევა, როცა Nirvana კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ სცენაზე გაერთიანდა

შემდეგი სტატია

კანიე უესტის თქმით, მან და მისმა მეუღლემ გრემის აჯობეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი