ფინალური შოუს წინ ოზი ოსბორნი აცხადებს, რომ სიარული აღარ შეუძლია

ოზი ოსბორნი. ლოს ანჯელესი, 2022 წლის 29 ივლისი.
Matt Winkelmeyer/GI for SiriusXM

მძიმე მეტალის ჟანრის პიონერმა ოზი ოსბორნმა განაცხადა, რომ სიარული აღარ შეუძლია. მუსიკოსმა ეს განცხადება მაშინ გაავრცელა, როცა თავისი ფინალური ცოცხალი გამოსვლისათვის ემზადება.  

76 წლის მუსიკოსმა ამის შესახებ საკუთარ გადაცემაში, Ozzy’s Boneyard-ში ისაუბრა, სადაც მიმოიხილა, თუ რას უნდა ელოდნენ მსმენელები დაანონსებული გამოსათხოვარი კონცერტისგან.  

„2025 წლამდე მივაღწიე. ვერ დავდივარ, მაგრამ იცით, რას ვფიქრობდი დღესასწაულებზე? მთელი ჩემი წუწუნის მიუხედავად, ისევ ცოცხალი ვარ,“ – აღნიშნა მუსიკოსმა. „შეიძლება ვწუწუნებდე, რომ სიარული აღარ შემიძლია, მაგრამ როდესაც სხვების გზას თვალს გადავავლებ, ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი ნახევარიც არ გაუკეთებიათ და ვერც აქამდე მიაღწიეს.“  

Back to the Beginning – ასე ჰქვია ოსბორნის მსმენელთან გამოსათხოვარ კონცერტს, რომელიც 2025 წლის ივლისშია დაგეგმილი. კონცერტზე სხვადასხვა არტისტები და ბენდებიც მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის არიან: Metallica, Slayer და Anthrax, Pantera, Lamb of God, Mastodon, Alice In Chains, Halestorm და გრემის გამარჯვებული Gojira. ღონისძიების მუსიკალური დირექტორი კომპოზიტორი და Rage Against the Machine-ის ყოფილი გიტარისტი ტომ მორელო იქნება. პრესრელიზში მან ამ კონცერტს „ყველა დროის უდიდესი მძიმე მეტალის ჟანრის შოუ“ უწოდა.  

ღონისძიებას საქველმოქმედო დატვირთვაც ექნება – შემოსავალი გადაეცემა ორგანიზაციებს, რომლებიც პარკინსონით დაავადებულ პაციენტებს ეხმარებიან. მათ შორის არის ბრიტანული ფონდი Cure Parkinson, რომელიც ამ დაავადების დამარცხებაზე მუშაობს. სწორედ პარკინსონია ის დაავადება, რომლის დიაგნოზიც ოსბორნს 2019 წელს დაუსვეს.  

BBC-სთან ინტერვიუში ოზი ოსბორნის ცოლმა და მენეჯერმა, შერონ ოსბორნმა განმარტა, რომ ეს კონცერტი მუსიკოსისთვის კარიერის ღირსეულად დასრულების საშუალებაა. აღსანიშნავია, რომ არტისტს ბოლო წლებში, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მრავალი შოუს გაუქმება მოუწია. 

„ის შესანიშნავად გრძნობს თავს, მართლა შესანიშნავად,“ – განაცხადა შერონ ოსბორნმა. „ის ამ კონცერტს მოუთმენლად ელის. მეგობრებთან ერთად ყოფნა და ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ განცდა მისთვის ძალიან ამაღელვებელია. ოზის აქამდე არ მიეცა შესაძლებლობა, რომ თავის მეგობრებსა და მსმენელებს გამომშვიდობებოდა. ის ფიქრობს,  რომ წერტილი ჯერ კიდევ არ დასმულა. სწორედ ეს [კონცერტი] იქნება მისი წერტილი.“  

The Sun-თან ჩაწერილ ინტერვიუში, შერონმა აღნიშნა, რომ ოზი, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ამ მნიშვნელოვან კონცერტისთვის მზად იქნება.  

„ის ძალიან ბედნიერია დაბრუნებით და ამასთანავე, ძალიან ღელავს,“ – აღნიშნა მან. „პარკინსონი პროგრესირებადი დაავადებაა, მისი შეჩერება შეუძლებელია. ის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მოქმედებს და ოზის შემთხვევაში, მას ფეხები დაუზიანდა, მაგრამ მისი ხმა ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიზი გოზალიშვილი CHAOS ფოტო: სანდრა შტაინი

ლიზი გოზალიშვილის პირველი სინგლი CHAOS

შემდეგი სტატია

2025 წლის Critics Choice Awards-ის გამარჯვებულები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი