„ტრანსკავკასია” – თემურიკო დიასამიძისა და ბექა გოჩიაშვილის ახალი კომპოზიცია

ნაწარმოების იდეა და სახელწოდება თემურიკო დიასამიძის ფრანგი დიდი ბებიის პირადი საუბრის ჩანაწერს უკავშირდება.

თემურიკო დიასამიძე ახალ კომპოზიციას აქვეყნებს, სახელწოდებით „ტრანსკავკასია”, რომელიც მისი და ბექა გოჩიაშვილის ერთობლივი ნამუშევარია. როგორც ავტორმა Billboard საქართველოსთან საუბარში აღნიშნა, ნაწარმოების თავდაპირველი ვერსია რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, შთაგონების წყაროდ კი ფრანგ დიდ ბებიასთან მისი პირადი საუბრის ჩანაწერი იქცა. 

თემურიკო დიასამიძე:

„ტრეკის დასაწყისში ქალის ხმა რომ ისმის, ეს არის ჩემი ფრანგი დიდი ბებია მადლენი, რომელიც სწორედ ტრანსკავკასიაზე ლაპარაკობს. ეს ჩემი და მისი პირადი საუბარია, რომელიც უბრალოდ ჩავიწერე. შემდეგ კი სწორედ ეს ჩანაწერი იქცა იდეად და გახდა მთავარი ფუძე, რომელზეც არის აგებული კომპოზიცია. სახელწოდება „ტრანსკავკასიაც” აქედან მოდის. თან, ქართული თემატიკით იწყება – ფანდურისა და ჭიანურის ხმებით. რადგან კავკასიასა და ქართულ კულტურაზე ვლაპარაკობთ, ქართული ფოლკლორის ელემენტებიც შევიტანე და ასეთი გამოვიდა – სხვადასხვა ჟანრის მიქსია და მგონი, საინტერესოა.

რეალურად, კომპოზიცია რამდენიმე წლის წინ გავაკეთე, ოღონდ ის სხვანაირი ვერსია იყო. შემდეგ კი უკვე ბექას მოვასმენინე და გადავწყვიტეთ, ერთად გვემუშავა მასზე და შეგვეცვალა. თემატიკა იგივე დარჩა, თუმცა ბექას ინსტრუმენტალის შემოსვლით სულ სხვა ფორმა მიიღო, ბევრად უკეთესი, და საბოლოოდ მივიდა იქამდე, სადამდეც უნდა მისულიყო.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მიზოგინიური და ანტისემიტური პოსტების შემდეგ, კანიე უესტმა X-ის ანგარიში წაშალა

შემდეგი სტატია

Green Day კალიფორნიის ხანძრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე. კალიფორნია. 2025 წლის 30 იანვარი

Green Day კინოინდუსტრიაში ახალი კომედიური პროექტით პირველ ნაბიჯებს დგამს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი